15:58 | 2021-10-21 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

მეგონა, მამუკა ხაზარაძეს ბაღების გაერთიანების დირექტორად დაასახელებდნენ – გიორგი ვოლსკი

მეგონა, მამუკა ხაზარაძეს ბაღების გაერთიანების დირექტორად დაასახელებდნენ – გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა ნიკა მელიას მიერ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩრდილოვანი მთავრობის წარდგენა შეაფასა.

 

„საზოგადოებამ დაინახა, რას ნიშნავს ოპოზიციის ერთობა – წარსულში ერთმანეთის გინებას და აწმყოში ხმაშეწყობილად საქართველოსთვის დამაზიანებელი განცხადებების კეთებას. კოალიციის შექმნა ჩამოყალიბებული პროექტის გარეშე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტზეა დაფუძნებული და არა პოპულისტურ განცხადებებზე, რასაკვირველია, საზოგადოებისთვის არის ის, რაც ადრე იყო, ამ კოალიციით არაფერი იცვლება.

 

მეგონა, მამუკა ხაზარაძეს ბაღების გაერთიანების დირექტორად წარმოადგენდნენ. ჩვენს პოლიტიკურ სინამდვილეში ეს სახეები, რაც არ უნდა გადაალაგო, მაინც ერთ გუნდს ქმნიან, რომელმაც ქვეყანას ცუდი სამსახური გაუწია, დესტაბილიზაციის წინაპირობები შექმნა, სააკაშვილს ელოდა, თუმცა ჩანაფიქრი ვერ განახორციელა. ეს იგივე ხალხია, მცირე ცვლილებით და რაღაც შემოძახილებით, რაც საზოგადოებისთვის ახალი არ არის“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

20 ოქტომბერს ნიკა მელიამ თბილისის მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტი წარადგინა.

 

სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X