00:56 | 2021-06-11 ავტორი: Prime Time

მეგან მარკლის დიეტა – რა არის სასექსის ჰერცოგინიას იდეალური ფორმების საიდუმლო

მეგან მარკლის დიეტა – რა არის სასექსის ჰერცოგინიას იდეალური ფორმების საიდუმლო

მეგან მარკლის გარშემო საზოგადოებისა და მედიის ყურადღება არ წყდება. სერიალ Suit-ის ყოფილი ვარსვლავი და სასექსის ჰერცოგინია კრიტიკის ობიექტად არაერთხელ ქცეულა.

 

თუმცა, კრიტიკის პარალელურად, გარეგნობისა და სხეულის ფორმების გამო, მას შექება და მოწონებაც ხშირად დაუმსახურებია.

 

გასაკვირი არაა, რომ ყოფილმა მსახიობმა იცის როგორ უნდა მოუაროს სხეულს ისე, რომ მუდამ ფორმაში იყოს.

 

მეგანი ყოველთვის მიირთმევს ნოყიერ საუზმეს

 

მეგან მარკლის დილა ერთი ჭიქა ცხელი წყლითა და ლიმონის ნაჭრით იწყება, რომელსაც აუცილებლად მოსდევს შვრიის ფაფა (ჩვეულებრივ ნუშის ან სოიოს რძით), ბანანით და აგავას სიროფით, ან ყველიანი ომლეტი მწვანილებით.

 

 

ლანჩი მეგანის დღის საყვარელი ნაწილია

 

ლანჩის დროს მეგანი ძირითადად საშიმს ან სხადასხვა სახის სალათას მიირთმევს. შუადღისას ცდილობს კოფეინის მიღებას თავი აარიდოს და მის მაგივრად სმუზებს სვამს.

 

„ასეთ დროს მარტივია უბრალოდ ყავა დალიო, მაგრამ ვცდილობ ამ ცდუნებას თავი ავარიდო და ჯანსაღი სმუზი მივირთვა. ვაბლენდერებ ვაშლს, ისპანახს, კომბოსტოს, ლიმონს, ჯანჯაფილს და სამსახურში მიმაქვს. ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე ჭიქა ესპრესო“,- ამბობს მეგანი.

 

სასექსის ჰერცოგინია არც სნექებს არიდებს თავს. განტვირთვის მიზნით, მეგანი ვაშლსა და არაქისის კარაქს მიირთმევს.

 

 

კვირის განმავლობაში კი მეგანი ცდილობს ვეგანურად იკვებოს.

 

 

 

მეგანი აქტიურადაა დაკავებული პილატესითა და იოგით

 

„დედაჩემი იოგას ინსტრუქტორი იყო, ასე რომ ეს სისხლში მაქვს გამჯდარი“,- აცხადებს მეგანი.

 

 

როგორც სასექსის ჰერცოგინია ამბობს, ის სპორტ დარბაზებში არ დადის და არც აბონემენტების ყიდვით იწუხებს თავს.

 

„ყველაფერს ჩემით ვაკეთებ. ვრთავ შესაბამის ვიდეოებს და ვცდილობ მათ ინსტრუქციებს მივყვე. საკუთარი თავის მოტივატორი უნდა იყოს. ეს თითქმის ნახევარი ბრძოლის მოგებას ნიშნავს“,- აღნიშნავს მეგანი.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time


X