fbpx
19:11 | 2020-09-13 ავტორი: Prime Time

მეფუტკრე და-ძმის ისტორია ლეჩხუმიდან – ბიზნესად ქცეული ოჯახური ტრადიცია

მეფუტკრე და-ძმის ისტორია ლეჩხუმიდან – ბიზნესად ქცეული ოჯახური ტრადიცია

მიზანი – სოფელში მიგრაცის შემცირება და ახალგაზრდების დაინტერესება. საშუალება – ოჯახური ტრადიცია, რომელიც ბავშვობიდან შეისისლხორცეს. სწორედ ამ იდეის ირგვლივ გაერთიანდნენ 22 და 23 წლის და-ძმა ჭაბუკიანები. გვანცა და გიგა ცაგერის სოფელ დეხვირში ცხოვრობენ, მათ უკვე თავიანთი საქმე და დასაქმებულებიც ჰყავთ. მათი საქმე კი მეფუტკრეობაა, რომელიც ოჯახიდან მოდის.

 

„მეფუტკრეობა ჩვენი ოჯახის ტარიდიციაა, ვეხმარებოდით ჩვენი ოჯახის წევრებს და პატარაობიდან შეგვიყვარდა…ჩვენ გვყავს 100 ოჯახამდე ფუტკრის სკა, ვაწარმოებთ 3 სახის თაფლს, დედა ფუტკრებს, სკის მიწას (პროპოლისი), ფუტკრის რძეს. რა თქმა უნდა, მეფუტკრეობა დიდი შრომას მოითხოვს, ჩვენს პროდუქტებს ამჟამად სამეგობროთი და ახლობლების დახმარებით ვყიდით”, – გვიყვება გიგა.

 

გიგა პროფესიით სურსათის ტექნოლოგია, გვანცა კი პედაგოგი, უმაღლესი განათლება ქუთაისში, წერეთლის სასწავლებელში მიიღეს, თუმცა ახლა სოფელში დაბრუნდნენ და მეფუტკრეობას უძღვებიან.

 

„დავბრუნდით სოფელში, გვსურს ჩვენი სოფლის და კუთხის გაძლიერება, არ გვინდა მივატოვოთ მამიპაპისეული კერა, გვინდოდა მოგვეფიქრებინა ისეთი რამ რომ ჩვენც დავსაქმებულიყავით და სხვაც დაგვესაქმებინა, ამიტომ არჩევნი გავაკეთეთ მეფუტკრეობაზე. ეს ის დარგია რომელიც ძალიან კარგად ვიცით და გვიყვარს, ვასწავლით ახალგაზრდებს ვისაც სურვილი აქვთ, როგორც თეორიულად ასევე პრაქტიკულად.

 

როგორც მოგეხსენებათ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი მიგრაციის დონით პირველ ადგილზე დგას და ჩვენ მოვუწოდებთ სოფლიდან წასულ ახალგაზრდებს რომ დაბრუნდნენ თავიანთ კერაზე, არ მოწყდნენ თავიანთ ფესვებს”, – ამბობს გიგა.

 

საქმიანობის გაფართოებისა და განვითარების მიზნით, მასშტაბურ სტუდენტურ პროგრამაზე ,,Social Impact Award” დარეგისტრირდნენ. სოციალური მეწარმეობის კონკურსში 20-ზე მეტი ქვეყნის 500-ზე მეტი აპლიკანტი ჩაერთო. აკაკი წერეთლის სახელწმიფო უნივერსიტეტის სტუდენტები კი 10 ფინალისტს შორის მოხვდნენ.

 

და-ძმის სამომავლო გეგმაა შევქნან საჩვენებელი საფუტკრე მეურნეობა, ასევე ვებ-გვერდი, რომელიც იქნება ცოდნის გამავრცელებელი.

 

„გარდა ამისა გსვურს ჩამოვაყალობოთ ახალგაზრდა მეფუტკრეთა ასოციაცია. ქვუმასპინძლებთ ტურისტებს… საწარმო საშუალებას მოგვცემს შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, დავასაქმოთ ახალგაზრდები, გავაძლიეროთ ახალგაზრდების ინტერესი სოფლის მიმართ და ხელი შევუწყოთ რეგიონის განვითარებას” – ამბობს გიგა ჭაბუკიანი და ახალგაზრდებს საკუთარი სოფლებისკენ დაბრუნებას ურჩევს.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X