15:02 | 2020-08-19 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

მეეჭვება გამძლეობა დიდხანს გეყოთ! – ვის მიმართავს გიორგი შაქარაშვილის და

მეეჭვება გამძლეობა დიდხანს გეყოთ! – ვის მიმართავს გიორგი შაქარაშვილის და

გიორგი შაქარაშვილის და, ანი შაქარაშვილი ძმის მკვლელობაში ბრალდებულების ოჯახის განცხადებებს უდანაშაულობის თაობაზე ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

 

„ნუ დახარჯავ თუნდაც წუთს ვიღაცისთვის იმის მტკიცებაში და ახსნაში, რასაც მისი გონება ვერასოდეს ჩაწვდება”, ამიტომ გამძლეობას გისურვებთ მანამდე სადამდეც გეყოფათ, მაგრამ მეეჭვება, დიდხანს გაგრძელდეს!

 

შაქარაშვილის საქმე: რაღა დაგიმალოთ და, სასიამოვნოდ გაოცებული ვარ - მირიან ნიკოლაძე
2020-08-19შაქარაშვილის საქმე: რაღა დაგიმალოთ და, სასიამოვნოდ გაოცებული ვარ - მირიან ნიკოლაძე

 

შიმშილობას რაც შეეხება, ისეთივე აბსურდული და დადგმული მგონია, როგორებიც თქვენ ხართ, თუმცა რა შემიძლია გითხრათ ის რაც ისედაც არ იცით…“, – ამბობს შაქარაშვილი.

 

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის არასრულწლოვანი ბრალდებულის ოჯახმა გენერალურ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო.

 

ამ დროისთვის ძალოვან უწყებასთან ბრალდებულის მამა და ბებია იმყოფებიან. პროტესტის ნიშნად შიმშილობა თავად ბრალდებულმა, ზ.ხ-მაც დაიწყო.

 

ბრალდებული და მისი ოჯახი საქმის მასალებზე გაუთქმელბის შეზღუდვას აპროტესტებენ და ითხოვენ, რომ მედიასთან საქმის მასალებზე საუბრის უფლება მიეცეთ. ოჯახი ითხოვს, რომ ბრალდებული სიცრუის დეტექტორზე დაიკითხოს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X