19:58 | 2020-06-02 ავტორი: მარი ჯაფარიძე

მეძავი და დედოფალი – მარგარეტ ალიბერტის წარმოუდგენელი ცხოვრება

მეძავი და დედოფალი – მარგარეტ ალიბერტის წარმოუდგენელი ცხოვრება

 

მარგარეტის ცხოვრება სასიყვარულო ისტორიას ჰგავს, დეტექტიური  ელემენტებით. ამ ქალმა მოახერხა ინგლისელი პრინცის მოხიბვლა, მაგრამ ერთ-ერთ საყვარელთან, როგორც ამბობენ, „ვერ აეწყო“.

 

მარგარეტი დაიბადა 1890 წელს, საფრანგეთში, მუშათა ჩვეულებრივ ოჯახში: დედამისი მოახლე იყო, მამამისი – ტაქსის მძღოლი. მას უმცროსი ძმა ჰყავდა, მაგრამ 4 წლისამ გზაზე გადაირბინა და სატვირთო მანქანა დაეჯახა.

 

მშობლები უზომოდ განიცდიდნენ, მაგრამ ბავშვის გარდაცვალებაში მარგარეტი დაადანაშაულეს, რადგან მშობლების სამსახურში ყოფნის დროს ბავშვისთვის მას უნდა მიეხედა და ამის გამო ქალიშვილი კათოლიკე დების სკოლაში გააგზავნეს, თვალთახედვის არედან რომ მოეშორებინათ.

 

იქ, გოგონა  15 წლამდე სწავლობდა, თან მუშაობდა ახლო მდებარე სახლში მოსამსახურედ, მაგრამ 16 წლისა ის ქუჩაში გამოაგდეს, რადგან უცხო კაცისგან დაფეხმძიმდა. ყველაფრის მიუხედავად, მარგარეტმა გააჩინა გოგონა.

 

მარგარიტი გახდა მეძავი, რადგან არ იცოდა, როგორ ეშოვა თავის სარჩენი ფული.

 

ამავე დროს, მას სურდა, ყოფილიყო მეძავი, რომელიც მხოლოდ ნაღებ საზოგადოებას მოემსახურებოდა. მარგარეტმა დაიწყო საქმიანობა მადამ დენარტის ბორდელში, Maison de Rendez-vous-ში. დიასახლისმა შენიშნა გოგონას ნიჭი და ასწავლა ყველაფერი, რაც თავად იცოდა, რომ მისგან „იდეალური საყვარელი“ დამდგარიყო.

 

27 წლის მარგარეტი წარიდგინეს პრინც ედუარდ VIII-ს.

 

ის მსახურობდა ბრიტანეთის არმიაში, რომელიც საფრანგეთში იდგა პირველი მსოფლიო ომის დროს.

 

ედვარდი 23 წლის იყო, მას გოგონებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება არ ჰქონდა და მეგობრებმა გადაწყვიტეს, დაუვიწყარი გამოცილება „ეჩუქებინათ“ რისთვისაც დაიქირავეს მარგარეტი.

 

ედვარდი ქალით მოიხიბლა და მათი რომანი წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა, მანამ, სანამ არ მოსწყინდა.

 

საბოლოოდ, მარგარეტი დაქორწინდა პრინც ალი-კამელ ფაჰმის ბეიზე. ის სინამდვილეში არ იყო პრინცი, ეს მხოლოდ მეტსახელი იყო, რომელიც მოსწონდა.

 

ის გახლდათ ეგვიპტელი ფლეიბოი, მილიონერი, უყვარდა მანქანები, იახტები და აზარტული თამაშები. მათ ერთად დიდი დრო გაატარეს. შემდეგ ალი წავიდა ეგვიპტეში, მაგრამ მალე დაბრუნდა, რადგან მარგარიტის გარეშე ცხოვრება ვერ შეძლო.

ტურისტად წასულმა ქართველმა გოგონამ „შუაგულ ევროპაში“ ბოსტანი გააშენა
2020-06-02ტურისტად წასულმა ქართველმა გოგონამ „შუაგულ ევროპაში“ ბოსტანი გააშენა

 

 

ისინი დაქორწინდნენ ისლამური ჩვეულების მიხედვით, თუმცა ალი დაჟინებით არ მოითხოვდა, რომ მის ცოლს ისლამი მიეღო. მათი ქორწინების ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ ნებისმიერ დროს შეეძლო განქორწინება, თუ აუკრძალავდნენ ევროპული სამოსის ტარებას.

 

ახალგაზრდების ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა – 8 თვე იყვნენ ერთად. ამბობდნენ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში რამდენჯერმე სცემა ცოლს, რაც დასტურდება სილურჯეებით, რომლის გამოც მარგარეტი ექიმებთან მიდიოდა.

 

მარგარეტი ასევე ჩიოდა, რომ ალი ამჯობინებდა გაუკუღმართებულ სექსს. ასე რომ, ჭორები გავრცელდა მილიონერის სადისტურ და ჰომოსექსუალურ მიდრეკილებებზე.

 

მათი ჩხუბი ერთ-ერთი მდიდრული სასტუმროს რესტორანში დაიწყო, სადაც წყვილი გაჩერდა. ქალი ემუქრებოდა შამპანურის ბოთლს თავზე გადამტვრევით.

როგორ უნდა მოიქცეთ, როცა გასუქდით და შარვლის ღილი აღარ გეკვრებათ - ამას Victoria Secret-ის მოდელი გაჩვენებთ (ვიდეო)
2020-06-02როგორ უნდა მოიქცეთ, როცა გასუქდით და შარვლის ღილი აღარ გეკვრებათ - ამას Victoria Secret-ის მოდელი გაჩვენებთ (ვიდეო)

 

 

ჩხუბმა რესტორნიდან სასტუმროს ნომერში გადაინაცვლა და გამთენიისას სამი გასროლა გაისმა. სასამართლო პროცესი 10 კვირას გაგრძელდა.

 

მარგარეტმა არ უარყო დანაშაული და როგორ უარყოფდა, როდესაც მის ქმარს სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი და ის ერთადერთი იყო ოთახში ქმართან ერთად. ჩანდა, რომ საქმე იყო ძალიან იოლი და მარგარეტს ჩამოხრჩობა ელოდა, მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივად იყო.

 

ჭორების თანახმად (ეს მხოლოდ ჭორებია), მარგარეტს ძველი შეყვარებულის, პრინც ედუარდის 20 წერილი ჰქონდა შენახული, სადაც არა მხოლოდ მათი ინტიმური ცხოვრების საინტერესო დეტალები, არამედ ინგლისის მეფის მძაფრი კრიტიკაც გახლდათ, რისი გამჟღავნებისაც პრინც ძალიან ეშინოდა.

 

ედუარდის ძალისხმევით,  სასამართლოში საქმე ისე წარიმართა, რომ სასტიკმა ეგვიპტელმა ბარბაროსმა ევროპელ ცოლს სცემა და ქალი თავს იცავდა.

 

დიახ, რასისტული საფუძველი დაუდეს, მაგრამ სამაგიეროდ მარგარეტი გაათავისუფლეს პატიმრობიდან და მან ბედნიერად იცხოვრა 80 წლამდე. დასჯერდა მცირე როლებს ფილმებში და საყვარლებს, რომლებისთისაც  აღარ უსვრია.

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X