23:00 | 2020-05-06 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

მედიკამენტი შეიქმნება შემოდგომისთვის – თენგიზ ცერცვაძის პროგნოზები

მედიკამენტი შეიქმნება შემოდგომისთვის – თენგიზ ცერცვაძის პროგნოზები

„კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტსა და ვაქცინას ხანგრძლივი გამოცდა სჭირდება“, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „მოამბის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი განცხადებით, მედიკამენტი უფრო მალე შეიქმნება, ვიდრე ვაქცინა. პრეპარატების შექმნა კი დამოკიდებულია პანდემიის მიმდინარეობაზე.

 

„მზარდი ტენდენციის შემთხვევაში, მედიკამენტი შეიქმნება შემოდგომისთვის, დაღმასვლის ტენდენციის შემთხვევაში კი, დაახლოებით, ერთ წელში.

 

თუ პანდემია ისეთი გზით და მასშტაბით წავიდა, როგორც ახლა მიდის ანუ მზარდი ტენდენციით, მაშინ ეს კვლევები დაჩქარდება.

 

მობილიზებული იქნება უფრო დიდი ინტელექტუალური და ფინანსური რესურსი, შესაბამისად, მედიკამენტიც და ვაქცინაც ან ორივე ერთად გამოჩნდება უფრო ადრე.“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები