16:49 | 2020-03-18 ავტორი: ანეტი მიქელაძე

მედია ომი – ჩინეთმა ამერიკელ ჟურნალისტებს აკრედიტაცია ჩამოართვა

მედია ომი – ჩინეთმა ამერიკელ ჟურნალისტებს აკრედიტაცია ჩამოართვა

ჩინეთმა ფაქტობრივად ქვეყნიდან გააძევა სამი გავლენიანი ამერიკული გამოცემა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ New York Times-მა, Washington Post-მა და Wall Street Journal-მა 10 დღის განმავლობაში უნდა დააბრუნონ თავიანთი ჟურნალისტური აკრედიტაცია.

 

სამინისტრომ ასევე მოითხოვა მათი მიმდინარე საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღებაც. ჩენეთის ხელისუფლებამ ამერიკულ მედიას ორ ავტონომიურ რეგიონში, მაკაოსა და ჰონგ-კონგში მუშაობაც აუკრძალა.

 

ერთი თვის წინ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჩინეთის მოქალაქეების რაოდენობაზე დააწესა შეზღუდვა, რომლებსაც შეუძლიათ იმუშაონ ამერიკაში ჟურნალისტებად.

 

„ის რაც აშშ-მა გააკეთა ჩინური მედია ორგანიზაციების მიმართ არასწორია და ეს გამომდინარეობს იმ მენტალიტეტიდან და იმ მიკერძოებული დამოკიდებულებიდან, რაც ცივი ომის მერე არსებობს“, – წერია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ჩინეთს გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდა. „ვწუხვარ ჩინეთის გადაწყვეტილების გამო, ჩამოართვას პრესას თავისუფლად მოქმედების საშუალება, რაც ძალიან დაეხმარებოდა თავად ჩინეთის მოსახლეობას ამ რთულ პერიოდში, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანია გამჭირვალობა, რომელიც უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს“, – განაცხადა პომპეომ.

 

მარტის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტა განაცხადა, რომ ამერიკაში მოქმედმა ხუთმა ჩინურმა მედიამ უნდა შეამციროს თავისი თანამშროლების წარმომადგენლობა. ეს გადაწყვეტილება BBC-ის ცნობით, უკავშირდება მანამდე ჩინეთის მიერ ორი ამერიკელი ჟურნალისტის გაძევებას, რომლებიც კორონავირუსთან დაკავშირებით სტატიებს წერდნენ.

 

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც ახალი კორონავირუსის აფეთქებასთან დაკავშირებით მთელი მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი, ვაშინგტონი და პეკინი ერთმანეთს დეზინფორმაციების გავრცელებაში ადანაშაულებენ.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X