00:47 | 2020-07-30 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“მეამაყება და მეიმედება” – თათია შარანგია 73 წლის დედამთილზე, რომელიც იოგის წარმატებული ინსტრუქტორია

“მეამაყება და მეიმედება” – თათია შარანგია 73 წლის დედამთილზე, რომელიც იოგის წარმატებული ინსტრუქტორია

პიანისტი თათია შარანგია დედამთილს სოციალურ ქსელში ემოციურად ულოცავს. შარანგიას დედამთილი 73 წლის არის, ხატავს და ვაშინგტონში იოგის საუკეთესო სპეციალისტად არის აღიარებული.

 

„წარმოშობით უკრაინელია, ამერიკის მოქალაქე… საოცნებო ქვეყნის მოქალაქეობისთვის უმძიმესი შრომა გასწია. ულამაზესმა ქალმა, ფიზიკურად იშრომა, ისეთი შრომით, რასაც მე ვეძახი საამაყო თავდადებას, გახდა ზე-სახელმწიფოს ღირსეული მოქალაქე… რადგან მიზანი მისთვის იყო უმთავრესი. მიზანი და თავისუფლებისკენ სწრაფვა, ამერიკული ოცნების რეალობად ქცევის.

მანამდე საქართველოში 20 წელი იცხოვრა და მეგრელების საამაყო რძალი იყო, თავისი 100-კაციანი წვეულების ორგანიზებით, ქართული ტრადიციების პატივისცემით…

 

დღეს ვაშინგტონში იოგის საუკეთესო ინსტრუქტორის წოდება აქვს მიღებული….

 

 

დღეს 73 წლის გახდა!

დღეს ჩემი დედამთილი და უახლოესი მეგობარია და ყველა ამ ფოტოზე ასახული ნახატი მისი ხელით შექმნილია.

სთორის სტუდიას დღეს მისი ნახატები ალამაზებს.

უდიდესი სიყვარულით მინდა დაბადების დღე მივულოცო მას! მეამაყება!!! მეიმედება!! და მინდა 1000 წელი იყოს ყველა ჩვენგანის მაგალითად და ახალგაზრდობის სახედ! Happy Birthday my Lin!!!“

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენატარი - +

X