fbpx
19:17 | 2020-03-18 ავტორი: რუსა ღვანიძე

“მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის” – ექიმების მოწოდება

“მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის” – ექიმების მოწოდება

დღეს სოციალურ ქსელში ახალი კამპანია გაჩნდა, სადაც ექიმები მოუწოდებენ მოქალაქეებს გადაუდებელი სიტუაციების გარდა, დარჩნენ შინ. კამპანიის ამსახველ ფოტოებს ქართველი ინტერნეტ-მომხმარებელი აქტიურად აზიარებს საკუთარ გვერდებზე.

 

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ამ დროისათვის ქვეყანაში განსაკუთრებული ზომებია მიღებული. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიზღუდა მიკროავტობუსების მოძრაობა, ვინაიდან აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება ვირუსის გავრცელების მაღალ რისკად მიიჩნევა.

 

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავოს ხალხმრავალ ადგილებში მოხვედრისაგან. სახელმწიფო და კერძო დაწესებულებები, დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდნენ. დროებით შეჩერებულია სასწავლო პროცესი.

 

შეგახსენებთ, რომ 17 მარტს მთავრობამ, კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციებიც გაავრცელა. პრემიერმა კი ხაზი გაუსვა, რომ მათი შესრულება სავალდებულოა. ამ დროის მონაცემებით საქართველოში ახალი კორონავირუსის 38 შემთხვევა დადასტურდა. მათ შორის, ერთი გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერა.

ავტორი: რუსა ღვანიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X