fbpx
15:02 | 2020-11-24 ავტორი: თამარ გონგაძე

“მე ვხედავ ამ ფილმის კადრებს. სოხუმიდან გამომავალ გემს რომ ძაღლი მისდევს…”- დათო ევგენიძე

“მე ვხედავ ამ ფილმის კადრებს. სოხუმიდან გამომავალ გემს რომ ძაღლი მისდევს…”- დათო ევგენიძე

იმ მრავალრიცხოვანი სინოფსისებიდან, რომელიც დათო ევგენიძეს თაროზე უდევს, “ევროპა” ერთ-ერთია, რომელითაც ოსკაროსანი პროდიუსერი, გრეი ფრედერიქსონი დაინტერესდა. სცენარი ამერიკელ კინოპროდიუსერთან, დათოს დაუკითხავად, მისმა მეგობარმა გადაგზავნა. პროდიუსერი დაინტერესდა. ამერიკელი გმირის როლში ბრედ პიტი დაინახა, საქართველოს კადრებით აღფრთოვანდა და ჩვენს სამშობლოში ისტორიული ფილმების გადაღების წყურვილიც აღეძრა.

 

ფილმი, რომლის გადაღებაც დათო ევგენიძეს სურს, საქართველოს, ამერიკის, რუსეთისა და ევროპის რომელიმე ქვეყნის კო-პროდუქცია უნდა იყოს…

 

ჩამოთვლილი ქვეყნების ეროვნების გმირებს შორის ქართველი პერსონაჟი აფხაზეთიდანაა. ყველას გვახსოვს  სოხუმიდან გამომვალი დევნილებით სავსე გემი, რომელსაც წყალში ცურვით მისდევს ძაღლი. ეს კადრი სოხუმის დაცლის სიმბოლოა. დათოს სცენარის მიხედვით ფილმის ქართველი გმირი ამ ძაღლის მეპატრონეა.

 

დათო ევგენიძე: – ამ ძაღლის პატრონია ჩემი ფილმის მთავარი გმირი. მამას მოუკლავენ, უფროსი ძმა საბრძოლველად რჩება და ამ პატარა ბიჭს გემით უშვებენ სოხუმიდან. წლების შემდეგ აღმოჩნდება პარიზში. მოქმედება დღევანდელ დროში ვითარდება. საქართველო ფლეშბეკით მაშინ ჩნდება, როდესაც ამ ქართველ გმირს მამის დაკრძალვა ახსენდება და როგორ სვამენ გემზე. ამ სცენებს ალბათ ანაკლიაში გადავიღებთ.

 

ფილმში შევხვდებით რუსს, ამერიკელს, ევროპელს. ყველა თავისი ქვეყნიდან არის წამოსული და ასე, დევნილების ისტორიაა. მოქმედება გზაზე ვითარდება. როუდმუვის ისტორია საბერძნეთისა და თურქეთის საზღვარზე სრულდება.

 

ფილმის მთავარი იდეა კი იმაში მდგომარეობს, რომ გაცილებით მარტივია ქვეყნებმა ერთმანეთს გაუგონ, ვიდრე ეს სინამშვილეშია. როდესაც მთელი სახელმწიფო ერთ ადამიანში ერთდიანდება, ქვეყნებს შორის დაძაბულობაა, ამ დროს კი ამერიკელი, ევროპელი, რუსი და ქართველი გზაზე დამეგობრდებიან და ასჯერ გამოცდიან ერთმანეთს.

 

მრგვალ ბაღში დათო ევგენიძის კონცერტი გაიმართა - Allart.ge

 

როგორც მუსიკოსი “პრაიმტაიმთან” ამბობს, ახლა თანხების მოძიების ეტაპია. რომ არა პანდემია, როგორც დათო ამბობს, პროექტი უკვე დაძრული იქნებოდა. გრეი ფრედერიქსონს ახლობლის, მუსიკათმცოდნე თამარ კერეჭაშვილის მეშვეობით დაუკავშირდა.

 

დათო ევგენიძე: – გეგმაში აქვს საქართველოში ისტორიული ფილმების გადაღება. გაგიჟდა, ასეთი სხვადასხვანაირი ბუნება, ერთმანეთთან ასე მოკლე მანძილში, არსად მინახავსო. უდაბნოდან თოვლიან მთებში ხარ და მერე უცებ – ზღვაზე. თვითონ ათასობით კილომეტრებს დაფრინავენ წინ და უკან, რომ ბუნება შეიცვალონ.

 

მოკლედ, დღეს ისეთ რეჟისორებს უჭირთ ფილმისთვის ფულის შოვნა, როგორიც ელდარ შენგელაია და მერაბ კოკოჩაშვილია. მიშა კობახიძე ვერ შოულობდა თავისი ბოლო ფილმისთვის თანხას. ამ დროს ამ ხალხს ძეგლები ეკუთვნით, იმხელა ღვაწლი აქვთ ქართულ კინოში.

 

 

ბრედ პიტი შესაძლოა, ქართულ ფილმში გადაიღონ - „მოლაპარაკება მაქვს ორგზის ოსკაროსან პროდუსერთან“
2020-11-23ბრედ პიტი შესაძლოა, ქართულ ფილმში გადაიღონ - „მოლაპარაკება მაქვს ორგზის ოსკაროსან პროდუსერთან“

 

 

იმის ფუფუნება საქართველოში არ არის, რომ კომპოზიტორ დათო ევგენიძეს ფილმი გადააღებინონ. მაგრამ ეს სინოფსისი ვინც წაიკითხა, ყველამ თქვა, ეს აუცილებლად გადასაღებიაო. ბევრი ადამიანი დადგა ჩემს გვერდით. თამრის ჩემთვის არც უკიხავს, ისე გადაუგზავნა სცენარი გრე ფრედერიქსონს. მან თქვა, მე ამერიკელის როლში ბრედ პიტს ვხედავო. დედამიწაა და ჩვეულებრივი ადამიანები ვართ. ის ბრედ პიტიც ჩვეულებრივი ადამიანია.

 

 

რაც შეეხება რუსეთის მხარეს, იქ სანაცნობო-სამეგობრო მყავს. ბონდარჩუკი ჩემი მეგობარია. მას კინოსტუდია აქვს და რუსული მხარე ის იქნება, მასთან თანამშრომლობას ვფიქრობ. მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ მე რუსეთში არ ჩავსულვარ და ყველა შემოთავაზებაზე უარი ვთქვი, დღემდე პატივისცემით არიან ჩემდამი გამსჭვალულნი.

 

– ფილმის რეჟისორიც თავად იქნებით?

 

– არაპროფესიონალიზმი არაფერში მიყვარს. მე ვიქნები თანარეჟისორი. მენდეთ, მე ვხედავ ამ ფილმის კადრებს…

ავტორი: თამარ გონგაძე
X