13:06 | 2020-06-12 ავტორი: Prime Time

“მე ვიცი და ღმერთმაც იცის, რომ არ მყავს არც ნარკომანი და არც ბარიგა შვილი” – ლევან ჯიბღაშვილის დედა

“მე ვიცი და ღმერთმაც იცის, რომ არ მყავს არც ნარკომანი და არც ბარიგა შვილი” – ლევან ჯიბღაშვილის დედა

ნარკოდანაშაულში ბრალდებულს, მსახიობს და ბიზნესმენს ლევან ჯიბღაშვილს საპროცესო შეთანხმება და 5 წლიანი პირობითი სასჯელი განესაზღვრა.

 

ამის შესახებ, ინფორმაცია “პრაიმტაიმნიუსს”, ჯიბღაშვილის ადვოკატმა ანა კოტეტიშვილმა დაუდასტურა.

 

ჩვენ ვცადეთ ჯიბღაშვილთან დაკავშირება, მაგრამ ის ჟურნალისტებთან კონტაქტზე არ გამოდის.

 

ამიტომ, მსახიობის დედას, ნონა ჯიბღაშვილს დავუკავშირდით.

 

მკვლელობა, ნარკოტიკები, ქურდული სამყარო - ცნობილი ქართველი ვარსკვლავების კრიმინალური ისტორიები
2020-05-15მკვლელობა, ნარკოტიკები, ქურდული სამყარო - ცნობილი ქართველი ვარსკვლავების კრიმინალური ისტორიები

 

– არ ვაკეთებ არანაირ კომენტარს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. ჩემს შვილს დაუკავშირდით და თვითონ გაგცემთ პასუხს. მე ზუსტად ვიცი, რომ არ მყავს არც ნარკომანი და არც ბარიგა შვილი.

 

მე ვიცი და უფალმა იცის, რომ ეს ასეა, დანარჩენს რაც შეეხება, ღმერთი ყველას თავისას მიაგებს.

 

ქართველები ვერ იტანენ ნიჭიერ და წარმატებულ ხალხს გვერდით. ურჩევნიათ მკვდარი იყოს.

 

მაგალითისთვის შეგვიძლია კორონავირუსის ეპიდემია გავიხსენოთ, როდესაც ძალიან ვედექით ყველა ერთმანეთს გვერდით“ – განაცხადა ნონა ჯიბღასვილმა

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +