fbpx
17:47 | 2020-06-18 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“მე ვინ ვარ, ამ გაჭირვებაში ქვეყანას ფული, რომ მოვთხოვო” – ქეთი დოლიძემ გიორგი გახარიას წერილი მისწერა

“მე ვინ ვარ, ამ გაჭირვებაში ქვეყანას ფული, რომ მოვთხოვო” – ქეთი დოლიძემ გიორგი გახარიას წერილი მისწერა

კორონავირუსის პანდემიის გამო, არაერთი კულტურული ღონისძიება გაუქმდა. საკუთარი გადაწყვეტილებით გააუქმა დიდი თეატრალური ფესტივალი „საჩუქარი“ ქეთი დოლიძემაც. რომელიც შემოდგომაზე უნდა ჩატარებულიყო.

 

„პრაიმტაიმი“ რეჟისორს დაუკავშირდა.

 

– კორონავირუსის გამო გავაჩერე ფესტივალი წელს, სხვანაირად როგორ უნდა მოვქცეულიყავი? მაღალი დონის სტუმრები გვყავდა მოწვეული, კარგი პროგრამა გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ ყველამ გაგვიგო და გვითხრა, თუ ყველაფერი კარგად იქნება 2021 წელს გეწვევითო.

 

ერთი რაღაცა მინდა გითხრათ, ახლა რომ შეზღუდვები მოიხსნას, წარმოგიდგენიათ რა მოხდება? ქვეყანა რა დღეში იქნება? მე ახლა ფული მოვითხოვო? ეს რაში წერია?!

 

 

2020-06-18"წარმოდგენა არ მაქვს, სად უნდა წავიდე" - უკიდურესად გაჭირვებული რეჟისორი დახმარებას ითხოვს

 

ჩემი ფესტივალი კი არა, ვენეციის, კანის, ედინბურგის ფესტივალი გადაიდო და მე ვინ ვარ, ამ გაჭირვებაში ქვეყანას ფული, რომ მოვთხოვო.

 

პრემიერ-მინისტრს წერილი გავუგზავნე, ვთხოვე, იქნებ ეს თანხა იმ ხელოვანი ადამიანებისთვის ჩაერიცხა, ვინც თვითდასაქმებულია მათთვის. საბედნიეროდ, ამ მთავრობის წყალობით ჩვენ ხელფასის ჩარიცხვა არ შეგვჩერებია.

 

როდესაც პანდემია დასრულდება, შიშის სინდრომი დარჩება მსოფლიოში, ჩვენ ღვთის წყალობით, ასე თუ ისე, აგვცდა ეს უბედურება, ყოველდღე პირჯვარი უნდა გადავიწეროთ და ვილოცოთ.

 

ჩემი მთავრობის დიდი მონაპოვარი ისაა, რომ – ენდო ექიმებს. რაც არ მოხდა რუსეთში და სხვა ქვეყნებში. იქ ჩინოვნიკები წყვეტდნენ ყველაფერს, აქ – ამირან გამყრელიძე.

 

მართალია არც გინებას აკლებენ ამ ადამიანს, მაგრამ მერე რა? ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის.

 

– რა თანხით ფინანსდება ფესტივალი „საჩუქარი“ სახელმწიფოსგან?

 

– ჩვენ გვაძლევდა სახელმწიფო 400 ათას ლარს, სხვა ფესტივალებს ჰქონდა მილიონიანი დაფინანსება.

 

„გგონია, რომ დედა სულ იქნება და სულ მოასწრებ... ვნანობ იმას, რომ...
2020-05-16„გგონია, რომ დედა სულ იქნება და სულ მოასწრებ... ვნანობ იმას, რომ..." - მაკა მახარაძე იუბილარ მედეა ჩახავას იხსენებს

 

შევარდნაძის დროს 800 ათასი გვქონდა, მერე ნელნელა ჭრეს კულტურის მინისტრებმა და გაანახევრეს ეს თანხა, შესაბამისად, ისეთი გრანდიოზულიც აღარ იყო. მერია გვაძლევდა 200 ათას ლარს.

 

10-15 ლარზე მეტად ბილეთი არ გაგვიყიდია, ყველაზე გრანდიოზულ შოუზე იყო ორი რიგი, სადაც 50 ლარი ღირდა ბილეთი და ვისაც შეეძლო ყიდულობდა.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +

X