fbpx
19:49 | 2020-06-03 ავტორი: თათია ცუკოშვილი

„მე ცამეტი წლის ბავშვმა რა დავაშავე, რომ ამ ყველაფერს ვუყურე? მეც დამნაშვე ვიყავი?“ – სისხვლისღვრა თორაძეების ოჯახში

„მე ცამეტი წლის ბავშვმა რა დავაშავე, რომ ამ ყველაფერს ვუყურე? მეც დამნაშვე ვიყავი?“ – სისხვლისღვრა თორაძეების ოჯახში

ვერაზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობიდან 28 წელი გავიდა. 1992 წლის 3 მარტს, თბილისში, ერთი ოჯახიდან ხუთი ადამიანი მოკლეს. ფაქტზე ხმამაღლა არავინ საუბრობდა. წლების განმავლობაში დუმდა მთავარი მოწმე, თამუნა თორაძეც, რომელსაც ძმები თვალწინ დაუხოცეს.

 

ისტორია კი, კვლავ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის გიორგი რურუას პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სით ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე საუბარი დაიწყო.

 

როგორც თამარ თორაძე ამბობს, სწორედ, ის იყო ერთ-ერთი პირი, რომელიც მკვლელობის მომენტში მათ სახლში მივიდა.

 

28 წლის წინანდელ ტრაგედიაზე და გამოძიების ახალ ეტაპზე „პრაიმტაიმი“ თამარ თორაძეს ესაუბრა, რომელმაც დეტალურად გაიხსენა დღე, რომელმაც მათი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.

 

ოჯახი ვერაზე

 

„ჩვეულებრივ ვცხოვრობდით. მამაჩემი ვაჭრობის სამინისტროში ერთ-ერთი მოადგილე იყო – დედა რამდენიმე ბაზრის დირექტორი. მათ ბევრი ადამიანი იცნობდა. ძლიერი ოჯახი გვქონდა. შემდეგ ომი დაიწყო… რატომღაც ჩემს მშობლებს უცებ „ზვიადისტები“ უწოდეს. არადა არავის მხარეს არ იყვნენ. ერთი ჩვეულებრივი, მოსიყვარულე ოჯახი იყო. შვილებს ვაჟკაცურად ზრდიდნენ. მამაჩემი ხშირად ამბობდა, რომ არავის არ დაარტყამენ, მაგრამ არავის არ დაარტყმევინებენ. პირიქით, რაც ხდებოდა უბანში, უბნის იქით, ძალიან ბევრი ადამიანი „გვაწუხებდა“ და დახმარებას გვთხოვდა.

 

რა თქმა უნდა, მამა ბრაზდებოდა, რადგან ჩემი ძმები სტუდენტები იყვნენ და ერჩივნა საკუთარი თავისთვის მიეხედათ ვიდრე სხვებისთვის. მაგრამ რას იზამდა. ასეთები გაზარდა, რომ ადამიანები ჰყვარებოდათ.

 

„ბოროტებს“ წარმოიდგინეთ რაში სჭირდებოდათ ასეთი ხალხი. ეგრევე ამოიძულეს და კალანდაძეზე, რაღაც „შეჯახება“ მოუწყეს. ვითომ საქმის გარჩევა, რომ ვიღაცას აწუხებდნენ. შემდეგ, თქვეს, რომ უნდა შერიგებულიყვნენ და კანონიერი ქურდის, პაატა ჩლაიძის მონათლული, ბედია ქარცივაძე მოვიდა ჩვენთან. სახლიდან უიარაღოდ გაიყვანა ჩემი ძები, რომ შეერიგებინა და გაერკვია რა მოხდა.

 

 

მამა თითქოს გრძნობდა ამ ყველაფერს. ბიჭებს ეუბნებოდა, ან „მხედრიონში“ უნდა შეხვიდეთ ან უნდა წავიდეთ ქვეყნიდანო… ამოგვხოცავენო…

 

 

 

ჯერ ისინი მხედრიონელები არ არიან. ვიცით, ის, რომ „ბოროტები“ იყვნენ. ჩემი ძმები მანქანაში ჩატენეს და წყნეთში აიყვანეს. იმიტომ, რომ ბოდიში მოეხადათ. მამაჩემმა სთხოვა, რომ არ წასულიყო. უთხრა, რომ ყველაფერი მოწყობილი იყო და შეიძლებოდა მოეკლათ. მამამ თქვა, რომ მთავრობა რომ აირია ყველაფრის მიზეზი ეს იყო. მისი მოშორება სურდათ, რადგან მან ბევრი, რამ იცოდა და შევარდნაძისთვის არ უნდა მოესწრო. მამა ოფიციალურად ქვეყნიდან გასვლას ითხოვდა.

 

 

 

…ჩემს ძმებს კი წასვლა არ უნდოდათ. არც ბოდიში მოიხადეს. პირიქით, უთხრეს რომ მოგვკალით… იარაღი მუხლებში და თავში ურტყეს. ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენთან პაატა ჩლაიძე ამოვიდა და თქვა, რომ თუ არ შერიგდებოდნენ, ან რომელიმე მხარე გაისვრიდა „იმას მე მოვლიო“…

 

 

ამ ამბიდან რამდენიმე დღეში, პლატოზე ჩემი ძმები მეგობართან იყვნენ გასულები. მგელაძის ნახვა უნდოდათ „ბოროტების“ ერთ-ერთი გმირის, რომ გაერკვიათ რა უნდოდათ ამ ბიჭებისგან. იქიდან ატყდა სროლა. დასალაპარაკებლად არავინ მივიდა. კორპუსის სახურავიდან ესროდნენ. ჩემი ორი ძმა დაიჭრა. ერთი ძმაკაცი მოკლული მეორე დღეს იპოვეს. ამის შემდეგ, არაფერი მომხდარა. აღარც პაატა ჩლაიძე ჩარეულა. ეს თებერვლის ბოლოს მოხდა…

 

„სიკვდილს ველოდებოდით“ – დღე, რომელმაც ყველაფერი შეცვალა

 

იმ დღეს, ჩვენთან ყველა კორპუსის სახურავზე სნაიპიერი იყო. ჩემი ძმე­ბი და მშობ­ლე­ბი ავ­ტო­მო­ბილ­ში ამო­ხო­ცეს. ისეთ ადგილზე ჩაცხრილეს, სადაც მანქანა სწრაფად ვერ მიდის. შემდეგ, ხელყუმბარები და ავტომატები მიუწყვეს. „მოამბეში“ გამოცხადდეს, რომ თორაძეების ბანდა ამოხოცეს.

 

რამდენიმე საათი ვიმალებოდი… სიკვდილს ველოდებოდი. სიცოცხლე არ მინდოდა… მშობლები და ძმა მომიკლეს და ახლა უკვე ვიცოდით, რომ ჩვენს მოსაკლავადაც მოდიოდნენ სახლში. მეზობელს გვერდითა კარი ღია დარჩა, სადაც ჩვენ მანამდე ვცდილობდით დამალვას.

 

 

კახამ დაუყვირა უიარაღოდ ვართ, არ ისროლოთო, მაგრამ ორივე დაცხრილეს… წავიდნენ, უკან გავყევი კარი ჩავკეტე, რადგან მივხვდი, რომ დაითვლიდნენ და მიხვდებოდნენ, რომ ხუთივე ძმა მოკლული არ იყო…

 

სწორედ, ამ კარში შევიდნენ „მხედრიონელები“ და ფანჯრიდან მოგვიკაკუნეს, რომ კარი გაგვეღო. კახამ (ძმამ) თქვა, რომ კარი გააღეთ, აზრი არ აქვსო. ჩემს ძმებს იარაღი არ ჰქონდათ. თორაძეები აქ არიანო? „დავხედავთ და წავალთო“. რურუას ხმა იყო… არ მეშლება. არაფერი შეცვლილა დიდად. რურუა დავინახე. უკნიდან საკმაოდ მაღალი კაცი მოჰყვებოდა ნიღბიანი. ჩემს ძმებს მიუშვირეს. კახამ დაუყვირა უიარაღოდ ვართ, არ ისროლოთო, მაგრამ ორივე დაცხრილეს…

 

„მრავალშვილიანი დედა საკონტროლო გასროლით მოკლეს და მთელი ოჯახი ამოუწყვიტეს“ - საჩივარი პროკურატურაში
2020-05-13„მრავალშვილიანი დედა საკონტროლო გასროლით მოკლეს და მთელი ოჯახი ამოუწყვიტეს“ - საჩივარი პროკურატურაში

 

ვყვიროდით ბავშვები, ვხაოდით, იქით კიდევ მეზობელი დაიჭრა. ამ დროს რურუას თვალები მეჩეხება გვიმიზნებს ჩვენც. გადმოგვხედა და მხოლოდ პატარა გოგოები დაგვინახა, ჩვენ 15 წლის ძმას ვმალავდით. არ უსვრია, რადგან გოგოები დაგვინახა მხოლოდ. სროლით გავარდნენ. მეც უკან გავყევი. კარი ჩავკეტე, რადგან მივხვდი, რომ დაითვლიდნენ. ხუთი ძმა მოკლული არ იყო. მალევე მოვიდნენ და გვიბრახუნებდნენ. გარდერობში დავიმალეთ. რა არ გავაკეთეთ… ძალიან მძიმე იყო…

 

სულ მესმის, რომ ესეთები იყვნენ, ისეთები…. დავივიწყოთ ყველაფერი. მე ცამეტი წლის ბავშვმა რა დავაშავე? რომ ამ ყველაფერს ვუყურე? მეც დამნაშვე ვიყავი? მინდოდა ყველა ამომეხოცა. მე იმ წუთას მკვლელი ვიყავი, მაგრამა არაფერი გავაკეთე. ეს საშინელება იყო. დედაჩემის სახე არ მინახავს. მითხრეს, რომ თუ გინდა, რომ გახსოვდეს სახე არ ნახოო.

 

 

გვეუბნებოდნენ, რომ არაფერი შეგვემჩნია, არ გვეტირა – ტრაგედიის შემდეგ

 

„სულ მესმის, რომ ესთები იყვნენ, ისეთები…. დავივიწყოთ ყველაფერი. მე ცამეტი წლის ბავშვმა რა დავაშავე? რომ ამ ყველაფერს ვუყურე? მეც დამნაშვე ვიყავი? მინდოდა ყველა ამომეხოცა. მე იმ წუთას მკვლელი ვიყავი, მაგრამა არაფერი გავაკეთე. ეს საშინელება იყო. დედაჩემის სახე არ მინახავს. მითხრეს, რომ თუ გინდა, რომ გახსოვდეს სახე არ ნახოო.

 

დაახლოებით ერთ თვეში ჩემი ძმა იპოვეს. ცოლის სახლში. მიაკითხეს და ძალით წაიყვანეს. ისიც არ დაგვიბრუნეს… როგორც ტომარას ისე მიათრევდნენ თურმე. ჩემი პატრა და წლების განმავლობაში ღამე დგებოდა საწოლიდან და ხაოდა. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ არ უნდა გვეტირა. არაფერი უნდა შეგვემჩნია. იმიტომ, რომ ჩვენც მოგვკლავდნენ. ყველას უშლიდნენ ტირილს. გვაწიოკებდნენ… არავის აძლევდნენ უფლებას ჩვენს გევრდით ყოფილიყვნენ.

 

არ უნდოდათ ჩვენს გვერდით ვინმე დარჩენილიყო, რომ მე-5 სართულიდან სასახლე ჩაეტანათ…

 

არ უნდოდათ ვინმე დარჩენილიყო, რომ მე-5 სართულიდან სასახლე ჩაეტანათ. მიცვალებულები მიატოვეთ, რომ ზაზა(ძმა)გამოჩნდესო. სასაფლაოზეც გაყვნენ, რომ თუ გამოჩნდებოდა იქაც ჩაეცხრილათ. ხმას ავრცელებდნენ, რომ მიცვალებულები საფლავიდან ამოყარესო, რომ იქნებ ჩემი ძმა გამოჩენილიყო.

 

ორი წლის შემდეგ, ჩემი პაატაც წაიყვანეს. აღარ დააბრუნეს. გაიტაცეს… შემოგვითვალეს, რომ თუ მის ბედს ვიკითხავდით ჩვენც მის გზას გავყვებოდით.

 

 

შემდეგ, ჩემზე გადმოვიდნენ. ხან მონასტერში ვიყავი. სულ სტრესში. შემდეგ გავთხოვდი. თუმცა, ესეც პრობლემა იყო. თუ ვინმესთან ურთიერთობას ვიწყებდი ყველა ოჯახი წინააღმდეგი იყო. ეშინოდათ, რომ გაგრძელება არ მოჰყოლოდა.

 

 

მირეკავდნენ, მწერდნენ, რომ მომკლავდნენ 

 

„მერე მუქარები იყო. ჩემი წიგნი რომ გამოიცა. ვერაფერს ვერ გავხდი. ნიკა რურუა შეიძლება თქვენთვის არ იყო ხელისუფლებაში თორემ მას ძალიან დიდი ძალა ჰქონდა. ის ხელისუფლებაში იყო, სანამ არ მოკვდა. მე ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ამერიკაში წამოვსულიყავი. ვიცოდი, რომ მანდ ვერ გავჩერდებოდი.

 

ჩემი ოცნებაა, რომ ის ადამიანები დაისაჯონ, რომლებიც ამ ყველაფერში მონაწილეობდნენ და ჩემი ოჯახის სახელი დაბრუნდეს, რომელიც ასე შელახეს.

 

… გამოძიების დაწყება 2015 წელს ვცადე. თუმცა, შემაშინეს. რამდენიმე წელი დამჭირდა, რომ ძალა მომეკრიბა. მირეკავდნენ, მწერდნენ. ამერიკაშიც „ქილერები“ ჰყავთო. როგორც პროკურატურაში შეიტანთ საჩივარს ეგრევე მოგკლავენო. საშინელებებს მეუბნებოდნენ. ჩემს შესახებ ყველაფერი იცოდნენ. ჭაღარათმიანი კაცი სულ დამყვებოდა. თუ არ გაჩერდები მოგკლავენო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

არ დავუშვებ იმას, რომ ახლა გიორგი რურუამ მოიკრიბოს ძალები. იმასაც ვნანობ, რომ ამდენი წელი ჩუმად ვიყავი და ნიკას ვერ მოვერიე. გიორგი ცივსისხლიანი მკვლელია, მაგრამ გაუნათლებელი. ნიკას კი ყველაფერი ჰქონდა. განათლებულიც იყო.

 

გიორგი საკუთარი იარაღით ძმაკაცებს ხოცავდა და მერე ამ იარაღს სხვას ჩუქნიდა. როცა ვხედავ, რომ ასე იდგამენ ფესვებს, ეს მაშინებს“.

 

 

28 წლის შემდეგ – გამოძიება და ახალი ეტაპი 

 

გიორგი რურუა, რომ დაიჭირეს, ამდენი წლის შემდეგ, მაშინ პირველად ვიყავი თბილისში. არავინ არაფერი იცოდა. ზუსტად იმ დღეს დააკავეს ისიც. რა გარანტია მაქვს, რომ ეს ჩემს მოსაკლავად არ მოდიოდა. ჩემი მოძრაობა და მაგის მოძრაობა ერთნაირად ხდებოდა. ესეც გასარკვევია. რითვის იყო მზად… ძალიან ვინერვიულე. ყველა მწერდა, როგორ ვიყავი. ამას გამოძიებასაც აუცილებლად ვეტყვი.

 

 

დღეს უკვე იმედი მაქვს, რომ ეს საქმე ბოლომდე მივა. ცოტა თემურ ალასანიასი მეშინია, რომელიც ამერიკაშია. აუცილებლად უნდა იცოდნენ რურუების შვილებმა, რომ მამა მკვლელი ჰყავდათ.

 

28 წლის განმავლობაში არც ერთი ღამე არ დამიძინია ეს ამბავი, რომ არ გამხენებოდა. ჩემი ორი ძმა დასაბრუნებულია. სულ ამაზე ვოცნებობ… მათ შესახებ საერთოდ არაფერი ვიცი. იმედია, გიორგი რურუას ათქმევინებენ, სად წაიყვანა ჩემი ძმები…

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენტარი - +

X