23:45 | 2020-08-17 ავტორი: Prime Time

„მე თამარი ვარ ბაჩალიაშვილი, 23 წლის გოგო, რომელიც 18 ივლისს მომკლეს“ – თეონა თამაზაშვილი შვილის ნაცვლად დაწერილ წერილს აქვეყნებს

„მე თამარი ვარ ბაჩალიაშვილი, 23 წლის გოგო, რომელიც 18 ივლისს მომკლეს“ – თეონა თამაზაშვილი შვილის ნაცვლად დაწერილ წერილს აქვეყნებს

„თქვენს შავ ბურუსში გამხვიეთ,თქვენს ბოროტებას შევეწირე, თქვენი სატანის სახეებს ფარდა ავხადე…“ – თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

 

ეს არის შვილის ნაცვლად დედის მიერ დაწერილი წერილი გოგონას გარდაცვალების შემდეგ.

 

ცხადია, ეს არის თეონა თამაზაშვილის პირადი განწყობა იმის შესახებ, თუ რას შეეწირა მისი 23 წლის ქალიშვილი.

 

პოსტს „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:

 

2020-07-23"მინდა თამუნას შესახებ ჩემეული ვერსია გაგაცნოთ" - რას წერს 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებაზე მისი კურსელი

„თქვენს შავ ბურუსში გამხვიეთ,თქვენს ბოროტებას შევეწირე, თქვენი სატანის სახეებს ფარდა ავხადე. გაგშიფრეთ და არ მოგეწონათ.მაგრამ ვერ გაგექეცით.

 

მეშინოდა ჩემი ოჯახისთვის არ გევნოთ.უძლური გავხდი. თქვენ დღე ღამეთ აქციეთ, გულები დააბნელეთ. ყვრლა გაგვიმეტეთ. მარტო მე არ მომკალით, ჩემი მშობლებიც გაანადგურეთ.

 

საქართველოს გულში ლახვარი გაუბნიეთ. ქვეყანა დააბნელეთ. არ ვიცი როგორ გაგქცეოდით.  ყველანაირად შემარყიეთ.თქვენი ბოროტების მარწუხების ქვეშ მომაქციეთ. მაგრამ მე დაგამარცხეთ, პატარა გოგომ დაგამარცხეთ, დიახ მე თქვენზე გავიმარჯვე. ამიტომ შეგეშინდათ ჩემი. გამწირეთ მაგრამ ამით მე სიკვდილი დავამარცხე.

 

ჩემი ერთი სული წაიღეთ მაგრამ ათასი სულით დავბრუნდი. სამართალს დავამყარებ. უფრო მეტად გეშინოდეთ ჩემი ვიდრე ცოცხალს გეშინოდათ ჩემი. ნათელი დადგება საქართველოს ცაზე. თქვენს სიბოროტეს დავწვავ. ყველა გაგვამწარეთ.

 

მე თამარი ვარ ბაჩალიაშვილი. 23 წლის გოგო.რომელიც 18 ივლისს მომკლეს“.

ავტორი: Prime Time


X