19:42 | 2020-08-16 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

„მე თამარი ვარ ბაჩალიაშვილი, 23 წლის გოგო, რომელიც 18 ივლისს მომკლეს“ – დედის ემოციური წერილი

„მე თამარი ვარ ბაჩალიაშვილი, 23 წლის გოგო, რომელიც 18 ივლისს მომკლეს“ – დედის ემოციური წერილი

თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს. „პრაიმტაიმი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

 

„თქვენს შავ ბურუსში გამხვიეთ, თქვენს ბოროტებას შევეწირე, თქვენი სატანის სახეებს ფარდა ავხადე. გაგშიფრეთ და არ მოგეწონათ, მაგრამ ვერ გაგექეცით. მეშინოდა ჩემი ოჯახისთვის არ გევნოთ, უძლური გავხდი.

 

თქვენ დღე ღამედ აქციეთ, გულები დააბნელეთ. ყველა გაგვიმეტეთ. მარტო მე არ მომკალით, ჩემი მშობლებიც გაანადგურეთ.საქართველოს გულში ლახვარი გაუბნიეთ.ქვეყანა დააბნელეთ. არ ვიცი როგორ გაგქცეოდით.

თამარ ბაჩალიაშვილის დედა: თუ შევატყობ, რომ რაღაც ისე არ არის, ისეთებს დავატრიალებ, მტრისას
2020-08-15თამარ ბაჩალიაშვილის დედა: თუ შევატყობ, რომ რაღაც ისე არ არის, ისეთებს დავატრიალებ, მტრისას

ყველანაირად შემარყიეთ. თქვენი ბოროტების მარწუხების ქვეშ მომაქციეთ, მაგრამ მე დაგამარცხეთ, პატარა გოგომ დაგამარცხეთ, დიახ მე თქვენზე გავიმარჯვე. ამიტომ შეგეშინდათ ჩემი.გამწირეთ, მაგრამ ამით მე სიკვდილი დავამარცხე.

 

ჩემი ერთი სული წაიღეთ, მაგრამ ათასი სულით დავბრუნდი. სამართალს დავამყარებ, უფრო მეტად გეშინოდეთ ჩემი ვიდრე ცოცხალს გეშინოდათ ჩემი. ნათელი დადგება საქართველოს ცაზე.

 

თქვენს სიბოროტეს დავწვავ. ყველა გაგვამწარეთ. მე თამარი ვარ ბაჩალიაშვილი, 23 წლის გოგო, რომელიც 18 ივლისს მომკლეს.“- წერს თეონა თამაზაშვილი.

თქვენს შავ ბურუსში გამხვიეთ,თქვენს ბოროტებას შევეწირე, თქვენი სატანის სახეებს ფარდა ავხადე.გაგშიფრეთ და არ…

Posted by Teona Tamazashvili on კვირა, 16 აგვისტო, 2020

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +