17:11 | 2020-04-24 ავტორი: ანეტი მიქელაძე

მე რუსეთთან მშვიდობის აბსოლუტური მომხრე ვარ – მიხეილ სააკაშვილი

მე რუსეთთან მშვიდობის აბსოლუტური მომხრე ვარ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გამოცემა Deutsche Welle-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ მას ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა.

 

გეგმების გარდა, Deutsche Welle-მ სააკაშვილს მის პოლიტიკურ შეხედულებებზეც დაუსვა შეკითხვა.

 

„ვლადიმერ ზელენსკი ხალხს დონბასში მშვიდობას დაჰპირდა. თქვენ არ ხართ რუსეთთან მშვიდობის მომხრე, მაშინ როგორ შეძლებთ ითანამშრომლოთ ხელისუფლებასთან, რომელიც მზადაა კრემლთან დათმობებზე წავიდეს“, – ჰკითხა ჟურნალისტმა სააკაშვილს.

 

„არა, მე რუსეთთან მშვიდობის აბსოლუტური მომხრე ვარ, მაგრამ ის ფაქტი, რომ ზელენსკიმ ჩემი კანდიდატურა წამოაყენა, ასევე მოწმობს იმაზე, რომ ის – უკრაინის საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებლობის მომხრეა.

 

რასაც მე ვხედავ ეს ორი დღეა რუსულ მედიაში, აბსოლუტური ისტერიაა და პრეზიდენტმა ზელენსკიმაც იცის ეს.

 

ამიტომ თუ ეს ნაბიჯი გადადგა, ესე იგი ხვდება, რომ უკრაინა – ეს დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელსაც აქვს უფლება მიიღოს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებები.

 

არავინაა რუსეთთან მშვიდობის მოწინააღმდეგე. მე მთლიანად მშვიდობის მომხრე ვარ რუსეთთან, მაგრამ არსებობს სხვადასხვა პირობები, რითაც მიიღწევა ეს მშვიდობა და ეს ამჟამად მარტივი არ არის“, – აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

 

 

დღეს, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

 

პარტიაში აცხადებენ, რომ უმაღლესმა რადამ, შესაძლოა განიხილოს რეფორმების განხრით სააკაშვილის ვიცე-პრემიერობის კანდიდატურა, 28 ან 29 აპრილს.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები