fbpx
19:21 | 2020-10-16 ავტორი: Prime Time

მე რომ ვყოფილიყავი პოლიტიკოსი, იცით რას ვიზამდი? – პატარა ნიკოლოზი პოლიტიკოსებს თხოვნით მიმართავს (ვიდეო)

მე რომ ვყოფილიყავი პოლიტიკოსი, იცით რას ვიზამდი? – პატარა ნიკოლოზი პოლიტიკოსებს თხოვნით მიმართავს (ვიდეო)

კახელი ბიჭი, ნიკოლოზი, სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეოს აქვეყნებს და პოლიტიკოსებს მიმართავს.

 

ნიკა მათ სთხოვს, რომ ქუჩაში ფოტოების გაკვრის მაგივრად ძაღლებს თავშესაფარი აუშენონ, რადგან მას უპატრონო ძაღლები ყველაზე მეტად ეცოდება.

 

„თქვენ რომ აქ დადიხართ და აკრავთ ფოტოებს, ამას გულით გთხოვთ, ძაღლების თავშესაფარი გააკეთოთ.

 

მე რომ ვყოფილიყავი პოლიტიკოსი, იცით რას ვიზამდი? ფოტოებს არ გავაკრავდი და ძაღლებს თავშესაფარს გავუკეთებდი. გულით გთხოვთ, რომ ძაღლების თავშესაფარი გააკეთოთ და უპატრონო ძაღლები აიყვანოთ. მეცოდება ეს ძაღლები. ისე მეცოდება, მაგათზე ძალიან რა უნდა მეცოდებოდეს. ამას გულით გთხოვთ რომ შეასრულოთ“,- ამბობს ნიკა ვიდეოში.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X