16:09 | 2020-05-25 ავტორი: სალომე ნეფარიძე

,,მე რომ მივედი სახლში, ჩემი ცოლი დაბლა ეგდო უგონოდ“- გორში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი გოგოს ქმარი

,,მე რომ მივედი სახლში, ჩემი ცოლი დაბლა ეგდო უგონოდ“- გორში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი გოგოს ქმარი

გორში 28 წლის ირინა თოდაძის გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

 

პრაიმტაიმთან“ საუბრისას გარდაცვლილის მეუღლე ამბობს, რომ როდესაც სახლში მივიდა ირინა უკვე გარდაცვლილი ხოლო სახლიდან ნივთები წაღებული დახვდა.

 

გორში 28 წლის გოგო გარდაიცვალა - მას სახის არეში ჩალურჯებები აღენიშნება
2020-05-25გორში 28 წლის გოგო გარდაიცვალა - მას სახის არეში ჩალურჯებები აღენიშნება

 

,,მე რომ მივედი სახლში, ჩემი ცოლი დაბლა ეგდო უგონოდ, უკვე გარდაცვლილი იყო. სახლიდან ნივთები დამხვდა წაღებული, ჩემ ცოლს ოქროს ბეჭდები ეკეთა და ისინიც მოხსნილი ჰქონდა ხელიდან“, – ამბობს გარდაცვლილის ირინა თოდაძის მეუღლე.

 

გარდაცვლილის დედა, რომელიც ამჟამად თურქეთში იმყოფება, სანამ საქართველოში არ დაბრუნდება შვილის ცხედრის დაკრძალვის წინააღმდეგია.

 

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ გორში, 28 წლის გოგონა გარდაიცვალა.

 

 

,,პრაიმტაიმის” წყაროს ინფორმაციით, გოგონა დიალეზზე იყო და ყოველდღე დადიოდა საავადმყოფოში სამკურნალოდ.

 

არსებული ინფორმაციით გარდაცვლილს და მის მეუღლეს წარსულში უთანხმოება ჰქონდათ. გარდაცვლილი გოგოს მეუღლეს სამძიმარზე არ უშვებენ ახლობლები. ცნობისთვის, გარდაცვლილის მეუღლე წარსულში მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

 

მომხდარზე შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქმეზე ჯერ დაკავებული არავინ არაა.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები