fbpx
15:32 | 2020-12-24 ავტორი: Prime Time

მე როგორც ექიმს, კარგზე ფიქრის დრო არ მაქვს, ყველა ექიმი ფიქრობს გართულებაზე – რა ინიციატიცით მიმართა კახაძემ გახარიას

მე როგორც ექიმს, კარგზე ფიქრის დრო არ მაქვს, ყველა ექიმი ფიქრობს გართულებაზე – რა ინიციატიცით მიმართა კახაძემ გახარიას

პარლამენტის წევრის, ვლადიმერ კახაძის განცხადებით,  პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ სწორი აქცენტი გააკეთა,  როცა განაცხადა, რომ “ჯანმრთელბის გარშემო კონსოლიდირება ერთ-ერთი პრიორიტეტია”.

 

კახაძე მიიჩნევს, რომ ჯანმრთელობის გარშემო უნდა მოხდეს ეკონომიკის, განათლების, სამართლის, ყველა მიმართულების კონსოლიდირება და თავმოყრა ყველა პოტენციალის.

დარბაზში ოპოზიცია რომ იჯდეს, აუცილებლად დაგისვამდათ ამ კითხვას, მაგრამ მე წავეშველები - რა კითხვით მიამრთა სამხარაძემ გახარიას
2020-12-24დარბაზში ოპოზიცია რომ იჯდეს, აუცილებლად დაგისვამდათ ამ კითხვას, მაგრამ მე წავეშველები - რა კითხვით მიამრთა სამხარაძემ გახარიას

 

„დიდმა გამოწვევამ ჩვენს კერძო სექტორს დიდი გამოცდა მოუწყო. მადლობა მინდა ვუთხრა კერძო სექტორში დასაქმებულ ყველა ადამიანს, ვინც თავისი პოტენციალი და რესურსი მოახმარა ქვეყნის რთული მდგომარებიდან გამოსვლას და ვფიქრობ, კარგი შეთავაზება იყო ის საკანონმდებლო ლიბერალიზაცია, რომელიც საგადასახადო პოლიტიკას შეუწყობს ხელს, როგორც მათ განვითარებას, ასევე ინვესტიციების მოზიდვას ამ სფეროში, მაგრამ მე როგორც ექიმს, კარგზე ფიქრის დრო არ მაქვს, ყველა ექიმი ფიქრობს გართულებაზე, რამე არ დაგვემართოს და ვიფიქროთ წინასწარ და სამარქაფო პოტენციალი შევუქმნათ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში.

 

ერთი დახმარება მინდა გავუწიოთ კერძო სექტორს, სახელმწიფო კომპონენტის, სახლემწიფო ჰოლდინგის გაძლიერება იმიტომ, რომ ახლა ბიოლოგიურ შეტავას გავუძელით, ღმერთმა დაიფარის და მოხდეს რამე სტიქიური გამოწვევა, მოხდეს სხვა კონფლიქტები, მედიცინას სჭირდება სახელმწიფოს გვერდზე დგომა“, – განაცხადა დეპუტატმა.

 

მან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს კითხვით მიმართა, რას ფიქრობს სახელმწიფო ჰოლდინგის გაძლიერებაზე.

 

„როგორ ფიქრობთ, სახელმწიფო ჰოლდინგის გაძლიერების სტრუქტურულ კომპონენტზე, როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე მის საკადრო პოლიტიკაზე, იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი პოტენციური პაციენტები ვართ. ამიტომ მედიცინაში ფული უნდა ჩაიდოს არა გაკეთებულ საქმეში, არამედ გასაკეთებელ საქმეში. ეს გასაკეთებელი საქმე შეიძლება ბევრი ჰქონდეს მედიცინას“, – მიმართა კახაძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს.

ავტორი: Prime Time
X