15:57 | 2021-09-17 ავტორი: Prime Time

მე, მსხვილი ბიზნესმენის ცოლი ვსაუბრობ და შეწუხებული ვარ – ჰყოფნის თუ არა თაკო ჩარკვიანს ქმრის შემოსავალი

მე, მსხვილი ბიზნესმენის ცოლი ვსაუბრობ და შეწუხებული ვარ – ჰყოფნის თუ არა თაკო ჩარკვიანს ქმრის შემოსავალი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, 2021 წლის საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი აგვისტოს თვეში 195.8 ლარს შეადგენდა, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი – 221.1 ლარს.

 

„კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის შეფასებით, ამ მხრივ ქვეყანაში „კატასრტოფული მდგომარეობაა“. როგორც ის ამბობს, თავისუფლად შესაძლებელია, საარსებო მინიმუმმა 400-დან 500 ლარამდე შეადგინოს. ამისთვის ის გარკვეულ პირობებს „პრაიმტაიმთან“ ასახელებს.

ცხოვრებაში არ მივკარებივარ არცერთ მსგავს ნარკოტიკს - მიხეილ სააკაშვილი გახარიას ექომაგება
2021-09-17ცხოვრებაში არ მივკარებივარ არცერთ მსგავს ნარკოტიკს - მიხეილ სააკაშვილი გახარიას ექომაგება

 

„საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით კატასტროფა ხდება. მე შემიძლია ვისაუბრო ლოგინად ჩავარდნილ მოხუცზე, რომელიც ოჯახს ჰყავს და ასევე მაგალითად, შშმ პირზე. ორივეს მაგალითი ძალიან კარგად ვიცი. ამიტომ შემოვედი პოლიტიკაში.

 

68 მილიონი გააქრო და მოიპარა გახარიამ, ღარიბაშვილის საათების კოლექციებს ვუყურებთ, ვიღაცების ვილებს, ბიუჯეტიდან გატანილებს და ამ დროს ადამიანებს სახლში, ოჯახებში მოხუცებისთვის პამპერსის ფულები არ აქვთ. შეურაცხყოფილი სიბერისთვის გაიმეტეს ადამიანები.

 

მე ამაზე პროგრამა მაქვს გაკეთებული, ეკონომისტებთან ერთადაა დამუშავებული, საარსებო მინიმუმი 500 ლარი თავისუფლად გამოდის. ეს იმ შემთხვევაში, როგორც კი ქვეყანაში კორუფცია აილაგმება და ბიუჯეტი მიზანმიმართულად დაიწყებს განკარგვას, როცა ემიგრანტების პროგრამა დაიწყებს მუშაობას.

 

პარტია „კანონსა და სამართალს“ ექსკლუზიური პროგრამა აქვს. ვთქვი, რომ დასავლეთის კანონებს მიჩვეული ემიგრაცია საქართველოსთვის ძალიან საინტერესო განძია. გვაქვს შემუშავებული სუბსიდირება, როგორ უნდა ჩაიდოს და რა რჩება სახელმწიფოს, რა ინტერესი აქვს იმ ემიგრანტს, რომ ჩამოვიდეს. ამ დამუშავებული პროექტებით და გაზრდილი ბიუჯეტით შესაძლებელია, რომ საარსებო მინიმუმმა 400-500 ლარამდე შეადგინოს.

 

პარტიის დაფინანსებიდან ერთი თეთრიც არ მაქვს აღებული. ისედაც, ჩემს პარტიას 8 000 ლარი აქვს. არ დავივიწყებ ჩემი ოჯახს უფროსს, რომლითაც წლების განმავლობაში სული გვიდგას. ამ ერთ ბიზნესმენზე მრავალი ოჯახია ჩამოკიდებული. მხოლოდ ჩემი შემოსავლით ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა დედაჩემის, ლოგინად ჩავარდნილი მოხუცისა და ძმის ოჯახის დახმარება. აქვე, თქვენ იცით, ბიზნესი რა მდგომარეობაშია. ყოველთვიურად, საჭიროა 1 500 ლარამდე ამათი მოვლა-პატრონობისთვის. თან მგონია, რომ მინიმუმი დავასახელე. მე თავზე მადგას ბიზნესმენი. მე, მსხვილი ბიზნესმენის ცოლი ვსაუბრობ და შეწუხებული ვარ, წარმოიდგინეთ, საწყალი ადამიანები, რომლებიც გაჭირვებულად ცხოვრობენ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!