fbpx
15:18 | 2021-02-23 ავტორი: თამარ ბუჩუკური

მე მივდივარ აქციაზე, თქვენ? – 90 წლის ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე

მე მივდივარ აქციაზე, თქვენ? – 90 წლის ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე

ხანდაზმული ბლოგერი ლამარა აბჟანდაზე ნიკა მელიას დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ის აქციაზე წასვლას აპირებს. იქვე facebook მეგობრებს ეკითხება, შეუერთდებიან თუ არა მას.

 

„მე 90 წლის ლამარა აბჟანდაძე მივდივარ აქციაზე. თქვენ?” – წერს ლამარა აბჟანდაძე.

 

ცნობისთვის, დღეს, 15:00 საათზე კანცელარიასთან აქცია იმართება.

დღეს დილით, 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.

ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.

ოფისთან მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიკა მელიას მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის მდგომარეობა რამდენჯერმე დაიძაბა.

მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.

ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

ავტორი: თამარ ბუჩუკური
X