
„მეგონა რომ მმართველი პარტია უფრო მეტ ხმას მიიღებდა პროპორციულ არჩევნებში და მაჟორიტარულ ოლქებშიც პირველივე ტურში გაიმარჯვებდა“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემა იმედის „კვირაში“ ისაუბრა.
„ძალიან ბევრი ადამიანი იყო მოსული არჩევნებზე, შედარებით 2016 წელთან და ამის გამო მივიღეთ 48%. მე გეტყვით ჩემს დამოკიდებულებას გულწრფელად, . მეგონა, ასევე, რომ ამდენი მეორე ტური არ დაგვჭირდებოდა, თუმცა აქ საგანგაშო არაფერი არ არის. ესეც დემოკრატიული პროცესების ნაწილია”, — განაცხადა კახა კალაძემ.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე