20:00 | 2020-07-30 ავტორი: თამთა თორდია

მე მაქვს ჩემი წუხილი და ამის პოლიტიზირება მიუღებელია – გარდაცვლილი მაღაროელის მეუღლე 

მე მაქვს ჩემი წუხილი და ამის პოლიტიზირება მიუღებელია – გარდაცვლილი მაღაროელის მეუღლე 

„თრომბით გარდაიცვალა, როგორ ვთქვა, ჰაერის უკმარისობა იყო-თქო“, – ჭიათურაში, ითხვისის მაღაროში 57 წლის მერაბ მუმლაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტს გარდაცვლილის მეუღლე მანანა კაპანაძე ეხმაურება.

 

მანანა კაპანაძე ამბობს, რომ ტელეკომპანიამ მისი მეუღლის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით იცრუა, როცა სიუჟეტში ამტკიცებდა, რომ მერაბ მუმლაძე მაღაროში ჰაერის უკმარისობისგან გარდაიცვალა.

 

„მერაბ მუმლაძე გულის შეტევით გარდაიცვალა და არა უჰაერობით“ - გიორგი მეგრელიშვილი
2020-07-30„მერაბ მუმლაძე გულის შეტევით გარდაიცვალა და არა უჰაერობით“ - გიორგი მეგრელიშვილი

 

 

იმის გასარკვევად, თუ რა მოხდა რეალურად „რეპორტიორი“ გარდაცვლილის მეუღლეს დაუკავშირდა და მომხდარი დეტალურად გამოკითხა.

 

„ის, რაც შეიძლება მომხდარიყო ქუჩაში, სახლში, საწოლში, მოხდა სამსახურში. არ ვთვლი, რომ უბედური შემთხვევა პოლიტიზირებული უნდა იყოს, მე მაქვს ჩემი წუხილი და ამის პოლიტიზირება და ასეთ კონტექსტში მოხსენიება, ჩემთვის მიუღებელია. როგორ ვთქვა, ჰაერის უკმარისობით გარდაიცვალა-მეთქი, მაშინ სხვა თანამშრომლებიც ვერ ისუნთქებდნენ

 

იპოთეკური სესხი ჰქონდა ჩემს მეუღლეს და შესაძლოა, ამაზე ფიქრისა და ჯავრის გამო გულმა უღალატა. ნერვიულობის ფონზე აქვს განვითარებული გულის შეტევა.

 

მე პრეტენზიები არ მქონია არანაირი, თუ რაიმე მეკუთვნის კომპანიისგან, ამასთან დაკავშირებით გავაკეთე არხთან განცხადება, თორემ არაფერი კომპანიის საწინააღმდეგო მე არ მაქვს.

 

პირიქით, „ჯორჯიან მანგანეზი“ პირველი წუთებიდან გვერდიდან არ მომშორებია და დაკრძალვის ხარჯებიც თავის თავზე აიღეს… არცერთ პოლიტიკურ წარმომადგენელს არ აქვს უფლება, რომ პოლიტიკური სარჩული მისცეს ადამიანის უბედურებას, არა აქვს მნიშვნელობა, ეს კაპანაძე იქნება თუ სხვა გვარი“, – ამბობს მანანა კაპანაძე „რეპორტიორთან“.

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X