fbpx
12:21 | 2020-06-24 ავტორი: თეონა ყაჭიური

,,მე ხელთ მიჭირავს წერილი!“ – დიმიტრი საძაგლიშვილმა ევროპარლამენტარებისთვის გიორგი რურუას შესახებ გაგზავნილი წერილის შინაარსი გაასაჯაროვა

,,მე ხელთ მიჭირავს წერილი!“ – დიმიტრი საძაგლიშვილმა ევროპარლამენტარებისთვის გიორგი რურუას შესახებ გაგზავნილი წერილის შინაარსი გაასაჯაროვა

,,მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, პარლამენტის თვმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ ევროპარლამენტის წევრებს წერილი გაუგზავნა.

 

მისი თქმით, ყოველი ბრალდება უსაფუძვლოა და გამოიკვეთა, რომ კითხვები გიორგი რურუასთან პროკურატურას კი არ აქვს, არამედ ,,ქართულ ოცნებას”.

 

,,მე ხელთ მიჭირავს წერილი, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ გაუგზავნა ევროპარლამენტის წევრებს, სადაც ჩვენ არაერთ ტყუილს ვხვდებით. ალბათ, საქართველოში რა მკვლელობაც მოხდა ყველაფერი საფუძვლის გარეშე გიორგი რურუას დააბრალეს. ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ხელისუფლება გიორგის ბრალეულობაზე მიანიშნებს მიუხედავად იმისა, რომ არსებობს დოკუმენტი იმისა, რომ გიორგი რურუა ნასამართლევი არ არის.

 

„მე და გიგა ვქორწინდებოდით... ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან“ -  როგორ დაეხმარა ივანიშვილი ჩერგოლეიშვილი-ბოკერიას წყვილს
2020-06-24„მე და გიგა ვქორწინდებოდით... ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან“ - როგორ დაეხმარა ივანიშვილი ჩერგოლეიშვილი-ბოკერიას წყვილს

 

მეორე მხრივ, საინტერესოა რომ ,,ქართული ოცნება” ამ წერილში მიუთითებს, რომ საქმეები  მიმდინარეობს, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს შეწყდა. ცხადია, რომ აქ საუბარია 1993-94 წლებზე. მას შემდეგ ათი წელი საქართველოს მოქალაქეთა კავშირი იყო ხელისუფლებაში, ახლა უკვე 8 წელი ,,ქართული ოცნებაა” ხელისუფლებაში. არც ერთხელ კითხვას არ დასმულა ამ საქმეებთან დაკავშირებით. აქ უკვე გამოკვეთა, რომ გიორგი რურუასთან პრობლემა პროკურატურას კი არ აქვს, არამედ „ქართულ ოცნებას“. სწორედ, ამიტომ იმყოფება საპატიმროში“,- განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

 

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ,,მთავარი  არხის“ ერთ-ერთი მეწილის ბრალდებულის გიორგი რურუას საქმის პროცესი მიმდინარეობს, სადაც დაცვის მხარის ხუთი მოწმე იკითხება.

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X