14:24 | 2020-09-15 ავტორი: Prime Time

მე კაცი ვარ… აუცილებლად დავამტკიცებ ჩემს უდანაშაულობას – შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის წერილი ციხიდან

მე კაცი ვარ… აუცილებლად დავამტკიცებ ჩემს უდანაშაულობას – შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის წერილი ციხიდან

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მორაგბე არჩილ გაგნიძე ციხიდან წერილს აგზავნის და მის უდანაშაულობაზე წერს.

 

როგორც გაგნიძის მიერ გამოგზავნილ წერილშია ნათქვამი, ის კაცია და ცხრათვიან უკანონობას გაუძლებს.

გაჩუმებას აზრი აღარ აქვს - რას ამბობს შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გაგნიძის და
2020-08-28გაჩუმებას აზრი აღარ აქვს - რას ამბობს შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გაგნიძის და

 

“გარწმუნებთ, რომ მე არასოდეს მქონია მცდელობა დამემალა რაიმე ინფორმაცია გამოძიებისათვის, პირიქით მე მათ სრულად მივაწოდე ყველა ინფორმაცია.

 

ყველაფერი ეს ემსახურება იმას, რომ ხალხში გააჩინონ განცდა, რომ მათ გამოიძიეს საქმე და პასუხისგებაში მისცეს დამნაშავეები.

 

ყოველივე ამას არანაირი შეხება არ აქვს მართლმსაჯულებასთან. მე კაცი ვარ და გავუძლებ ამ ცხრათვიან უკანონობას და გპირდებით, რომ აუცილებლად დავამტკიცებ ჩემს უდანაშაულობას”, – აცხადებს გაგნიძე.

 

ბრალდებული გაგნიძე წერილს „ინტერპრესნიუსს“ უგზავნის.

 

ნახეთ ვიდეო: „სამი დღე მესიზმრებოდა, რომ იხრჩობოდა“ – შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილი

 

შეგახსენებთ, 10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

 

ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

 

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

19 ივნისს, პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

 

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები