19:51 | 2020-03-31 ავტორი: Prime Time

მე ღარიბი ოჯახიდან მოვდივარ და ვიცი რას ნიშნავს, როცა ლუკმა პურის შოვნაზე ნერვიულობ – ჯანმოს დირექტორი

მე ღარიბი ოჯახიდან მოვდივარ და ვიცი რას ნიშნავს, როცა ლუკმა პურის შოვნაზე ნერვიულობ – ჯანმოს დირექტორი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, მთავრობებმა უნდა გაითვალისწინონ ის ხალხი, ვინც იძულებულია ყოველდღიურად იმუშაოს ლუკმა-პურის მოსაპოვებლად.

 

„თუ დავხურავთ ყველაფერს, შევზღუდავთ გადაადგილებას, რა მოუვა იმ ხალხს, ვინც იძულებულია ყოველ დღე იმუშაოს ლუკმა-პურის საშოვნელად? თითოეულმა ქვეყანამ ამ კითხვას საკუთარი სიტუაციიდან გამომდინარე უნდა უპასუხოს.

 

მე ღარიბი ოჯახიდან მოვდივარ და ვიცი თუ რას ნიშნავს, როდესაც ლუკმა პურის შოვნაზე ნერვიულობ.

 

უნდა გავითვალისწინოთ, რა გავლენა ექნება ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს თითოეულ ადამიანზე“, – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X