14:26 | 2020-05-11 ავტორი: Prime Time

„მე გამოვდივარ ამ ბინძური თამაშიდან!“ – 5 G-ის აქციის ორგანიზატორი გაბრაზებულია

5 G ანტენების დამონატაჟების წინააღმდეგ ხაშურში დაგეგმილი აქცია გაუქმდა. ამის შესახებ აქციის ორგანიზატორმა ვალერი გოგნაძემ „პრაიმტაიმს“ განუცხდა.

 

„300-400 კაცი უნდა შეკრებილიყო აქციაზე, მაგრამ არავინ მოვიდა. მოღალატეები არიან და მე გამოვდივარ ამ ბინძური თამაშიდან. აღარ ვაპირებ აქციაზე მისვლას. არც არავინ აღარ მივა“, – აცხადებს ორგანიზატორი.

 

შეგახსებთ, რომ თბილისში 10 მაისს დაანონსებული საპროტესტო აქცია 5G ანტენების დამონტაჟების წინააღმდეგ გადაიდო და თბილისიდან ხაშურში გადაინაცვლა.

 

აქცია დღეს 13:00 საათზე უნდა გამართულიყო.

 

აქციის ორგანიზატორი, ვალერი გოგნაძე აცხადებდა, რომ 11 მაისს საპროტესტო აქციას ხაშურში, 13:00 საათზე 5G-ის, ვაქცინის, კომენდანტისა და საგანგებოს წინააღმდეგ გამართავდნენ.

 

რამდენიმე დღის წინ, „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში კი ამბობდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით შეკრება აკრძალულია, საქართველოსა და ქართველი ხალხის გადასარჩენად მომართულს 3000-ლარიანი ჯარიმა ვერ შეაჩერებს.

 

„დაუკვირდით, როგორ კავშირშია კორონავირუსი, ვაქცინა და ანტენები ერთმანეთთან…

 

ჯერ შემოაგდეს კორონა, ხალხი გამოკეტეს სახლებში, ახლა მოიგონეს ნანოვაქცინა, რომელსაც ჩვენს სისხლში შეუშვებენ და შემდეგ მოჰყვება 5G ანტენები, რომლითაც ამ ვაქცინას და შესაბამისად – ჩვენ გაგვაკონტროლებენ.

 

10 მაისს გვაქვს საპროტესტო აქცია, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი მოვა. როგორ გგონიათ, მერია ნებართვას გასცემს? რა თქმა უნდა არა, მაგრამ ჩვენ მაინც გამოვალთ. ათასობით და ათიათასობით ვიქნებით და რამდენს დაგვაჯარიმებენ?

 

შეკრების ადგილი ჯერ გასაიდუმლოებულია. წინადღეს დამირეკეთ და გეტყვით, მობრძანდით და რეპორტაჟიც გააკეთეთ“, – ამბობს აქციის ორგანიზატორი.

 

ცნობისთვის: მსოფლიოში ამ დრომდე არავის წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება 5G სისტემისა და კორონავირუსის ურთიერთკავშირზე.

 

რამდენიმე ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქციები ნამდვილად გაიმართა, თუმცა რეალურად ეს თემა მხლოდ შეთქმულების თეორიად რჩება.

 

ავტორი: თათია გოლოშვილი

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X