fbpx
23:44 | 2020-09-16 ავტორი: თამარ ბუჩუკური

მე და ჩემს ცოლს კორონავირუსი დაგვიდგინდა! – კოვიდინფიცირებული წყვილი სასწრაფოს ორი დღეა ელოდება

მე და ჩემს ცოლს კორონავირუსი დაგვიდგინდა! – კოვიდინფიცირებული წყვილი სასწრაფოს ორი დღეა ელოდება

ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ბათუმში მცხოვრები Covid ინფიცირებული არჩილ გოგუაძე საუბრობს.

 

მისი თქმით, მის ცოლსაც, კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი ორი დღეა, კლინიკაში გადაყვანას უშედეგოდ ელოდებიან.

 

Exclusive: „სახლში სამი რისკჯგუფი მყავს“ - დეპუტატობის კანდიდატი ტესტის დროულად ჩატარებას ითხოვს
2020-09-14Exclusive: „სახლში სამი რისკჯგუფი მყავს“ - დეპუტატობის კანდიდატი ტესტის დროულად ჩატარებას ითხოვს

 

„ორი დღეა, ველოდებით შესაბამის კლინიკაში გადასვლას. არაფერი არ მაწუხებდა, დაახლოებით ერთი კვირის წინ, გაციებული ვიყავი, ორი დღე მაღალი ტემპერატურა მქონდა. მივიღე სიცხის დამწევი საშუალება და პროფილაქტიკის მიზნით, კორონავირუსზე ტესტი გავიკეთე.

 

ტესტზე პასუხი ორ დღეში უნდა ყოფილიყო, მაგრამ მე-4 დღეს გავიგეთ… ჩემს მეუღლესაც აღმოაჩნდა Covid-19. ეს სატელეფონო ზარით შეგვატყობინეს.

 

ორი დღეა, სასწრაფოს ველოდებით, რომ კლინიკაში გადაგვიყვანონ. რომ არავინ მოგვაკითხა, დღეს თავად დავრეკე „მოვიკითხავ, რამე ხომ არ დაემართათ, ხომ კარგად არიან, მეთქი, ვიფიქრე…

 

ტელეფონის საშუალებით ვეკონტაქტებოდი იმ პირებს, ვინც შეგვატყობინეს, რომ ვართ ვირუსის მატარებლები.

 

მითხრეს, რომ სასწრაფოში თავად უნდა დამერეკა… ეს იმის გათვალისწინებით, რომ  თავად უკვე იციან, ვარ Covid ინფიცირებული. მაინტერესებს, რატომ არ მოხდა შესაბამისი რეაგირება.

 

იმის გამო, რომ ინფორმირებულები იყვნენ, თავად სასწრაფოში არ დამირეკავს, წამიყვანეთ კლინიკაში-მეთქი. არანაირი რეაგირება არ ხდება. დემონსტრაციულად აღარ დამირეკავს სასწრაფოში ამ ფაქტის შემდეგ…

 

Covid-19-ზე ტესტი ჩემს შვილს ვერ გავუკეთეთ, რადგან ვიცით, რომ დაინფიცირებულები გარეთ გასვლას თავს ვარიდებთ და ამიტომ, თვითიზოლაციაში გადავედით. ჩვენს გარდა, სამი წლის ბავშვი არც არავის გაყვებოდა

 

ასევე, ჩვენთან ერთად ცხოვრობენ ჩემი მშობლებიც და არც მათ აქვთ ტესტი ვირუსზე გაკეთებული. სიმპტომები არცერთს არ აღენიშნება, უბრალოდ, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე სახლიდან არ გავდივართ, რათა სხვას არ გადავდოთ.“ – ამბობს არჩილ გოგუაძე.

 

შეგახსენებთ, დღეს, 16 სექტემბერს აჭარაში ვირუსის 144 შემთხვევა დაფიქსირდა.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

X