15:04 | 2021-04-26 ავტორი: თამარ გონგაძე

“მე და ჩემს შვილს ჩაგვაკვდა ხელში… დანაშაულის გრძნობა დამრჩა. ვფიქრობ, რომ ვერ გადავარჩინე…” – მალხაზ ქვრივიშვილმა ბზობას დედა დაკრძალა

“მე და ჩემს შვილს ჩაგვაკვდა ხელში… დანაშაულის გრძნობა დამრჩა. ვფიქრობ, რომ ვერ გადავარჩინე…” – მალხაზ ქვრივიშვილმა ბზობას დედა დაკრძალა

მალხაზ ქვრივიშვილმა ბზობას 91 წლის დედა დაკრძალა. ენერგიული და ემოციური დედის არ ყოფნამ, უკვე ძალიან იმოქმედა მსახიობზე. სახლში სიცარიელემ დაისადგურაო, “პრაიმტაიმთან” ამბობს.

 

ლილი ასათიანი სიმღერის და ცეკვის პირველი სახელმწიფო ანსამბლის წევრი გახლდათ. “ჰქონდა ლამაზი ფეხები, მუდმივად ესვა წითელი პომადა” – სევდით გვიყვება დედაზე. ორი ვაჟი მარტოს გაუზრდია. ქმართან გაყრილ მარტოხელა დედას, უმამობა, ერთხელაც არ უგრძობინებია შვილებითვის. ვაჟებს ეძმაკაცებოდა, ემეგობრებოდა მათ გარემოცვასაც.

 

ჰქონია განსაკუთრებული ხელი, მისი განთქმული საფირმო კერძებით, დღეს უკვე მალხაზის ცოლი მასპინძლობს სტუმრებს.  მსახიობი სინანულით აღნიშნავს, რომ აქვს განცდა, თითქოს რაღაც დააკლო მომაკვდავ დედას… ჰგონია, რომ ვერ გადაარჩინა.

 

No description available.

 

მალხაზ ქვრივიშვილი: – პროფესიით დედა იყო. გიჟი დედა! ძალიან ლამაზი, კოპწია ქალი იყო, ყველას უყვარდა. სულ მოჭიმული ვყავდით, საშველს არ გვაძლევდა. “ობსტოპზე” ვყავდი. ბოლომდე აქტიური იყო, კომუნიკაბელური, მაგარი კულინარი… ეს სამი დღეა ისეთ სიცარიელეში ვართ, როგორ გამოვალ, არ ვიცი. ერთმა მითხრა, შენ ახლა დაკაცდები და ახლა მიხვდები, რომ ცხოვრების პირისპირ ხარ, სანამ დედა ცოცხალია, თითქოს ბავშვი ხარო…

 

აქტიურობას მიჩვეული პანდემიის ჩაკეტილობამ ძალიან დათრგუნა. ახალ წელს ხელი მოიტეხა. ბარძაყის ძვალი პროთეზის ჰქონდა და დაებეჟა. ამ მოტეხილობამ ნელ-ნელა დაასუსტა, თან ეს უმოძრაობა და…

 

შებინდდებოდა თუ არა, ექვს საათზე აკრეფდა ჩემს ნომერს და განგაშს ტეხდა, სასწრაფოდ სახლში მოდი, ბნელდება, სად ხარ, ცხრამდე მოდიო.

 

ძალიან უყვარდა თავის მოწესრიგება. მთელი ცხოვრება წითელი პომადით დადიოდა. ბოლო დღემდე ესვა. არ არსებობდა, თმა რომ არ შეეღება და წითელი ლაქი არ წაესვა ფრჩხილზე. ოპერაციაზე რომ შედიოდა, პომადა ამოიღო და წაისვა. ეს რა ქალიაო, ექიმები ამბობდნენ. ახლა ვსაუბობდით ოჯახის წევრები, უკანასკნელ გზაზე, თავისი საყვარელი პომადით როგორ არ გავუშვითო…

 

No description available.

 

უნდოდა მუსიკას გავყოლოდი და კონსერვატორიაში მესწავლა. მატარა კიდეც კონსერვატორიის ექსპერიმენტულში, ვიოლინოსაც ვეუფლებოდი, ფლეიტაზეც ვუკრავდი. მე ან სამხატვრო აკადემიისკენ ვიწევდი ან თეატრალური ინსტიტუტისკენ. მერე კი მიიღო ჩემი არჩევანი.

 

ლილიკოს ეძახდნენ. მე ხან ლილის ვეძახდი, ხან – დედას… კეთილგანწყობილი იყო ყველას მიმართ. გულში წყენას არ იდებდა.

 

ხათუნა რომ ცოლად შევირთე, საოცრად მიიღო. ძალიან უყვარდა. ერთმანეთთან მეგობრობდნენ, ჩხუბობდნენ, ღადაობდნენ. სახლში სიცოცხლე იყო.

 

მგონია, რომ 96 წლამდე გაქაჩავდა. სიცოცხლე მაგრად უნდოდა. მე და ჩემს ვაჟს, რვა წლის ანდრიას ჩაგვაკვდა ხელში. მაგრად განიცადა ანდრიამ, იტირა… სიმწარეა, რომ ვერ შველი და შენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი შენს თვალწინ სულს დალევს.

 

ანდრია ჩემთან იზრდება და სულ ლილისთან იყო სახლში. ონლაინგაკვეთილებს სახლიდან ესწრებოდა. მეც წყნარად მივდიოდა თეატრში რეპეტიციაზე. თუ რამე, გვირეკავდა. ახლოს იყვნენ ერთმანეთთან…

 

May be an image of 9 ადამიანი და შიგნით

 

 

ყურში მაქვს მისი ხმა – “როდის მოხვალ, ხო მალე მოხვალ? ფრთხილად იყავი… ჭამე?” საჭმელი სულ ჰქონდა სახლში, რამდენიმენაირი სადილი. გურმანი იყო და ძალიან მაგარი ხელი ჰქონდა. არაჩვეულებრივი კულინარი იყო. დაბადების დღეებს ხომ სახლებში ვიხდიდით. იმხელა სუფრებს შლიდა მარტო, სულ გაოცებული იყო ყველა. როგორ ახერხებდა ამდენი კერძების მომზადებას, მართლა საოცარია.

 

მახსოვს, პირველი კურსი დავხურე და გაგრაში წავედით – მე, დათო ბახტაძე, გია გაჩეჩილაძე, გია ბულია… ბევრნი ვიყავით. და ჩემს დაბადების დღეზე 13 აგვისტოს მატარებლით თავზე დამადგა პურ-მარილით: გოჭებით, ხაჭაპურებთ, ზღაპრული სუფრით. ზღვისპირა კაფე დაიქირავა და უზარმაზარი სუფრა გაშალა. როგორ მოახერხა მარტომ ეს ყველაფერი, გაოცებული ვიყავით. ჩემი ძმაკაცები გიჟდებოდნენ ლილიზე.

 

დედა და მამა გაყრილები იყვნენ, მაგრამ ლილის წყალობით, მე და ჩემს ძმას საერთოდ არ გვიგრძვნია უმამობა. დიდი ამაგი ჰქონდა ჩვენზე. გიჟი დედა იყო. ყველა დედა ასეთია, მაგრამ ლილის დამოკიდებულებები ყველამ იცოდა. ვმეგობრობდი, საყრდენი იყო.

 

სუფრასთან რომ ფეხზე ავდგებოდი, უკვე ყველა ხვდებოდა, რომ დედის სადღეგრძელო უნდა მეთქვა.

 

თვითონ იყო აქტიური, თან ძალიან. ლილი იყო სიცოცხლის შემომტანი. წავიდა და არაფერი აღარ ხდება სახლში. მივხვდი, რომ მაგრად გამიჭირდება. რა გვეშველებაო, მე და ხათუნა ვამბობთ. ძალიან დაგვაკლდა უკვე.

 

მგონია, რომ ბოლომდე რაღაც დავაკელი. 96 წლამდე იცოცხლებდა მეგონა. დანაშაულის გრძნობა დამრჩა. ვფიქრობ, რომ მე ვერ გადავარჩინე.

 

No description available.

 

საუბარში თავისი სურვილით ჩაგვერთო მახოს ცოლი, ხათუნა ფეიქრიშვილი.

 

ხათუნა ფეიქრიშვილი: – არ შემიძლია, არ ვთქვა. ნეტა, ჩემმა შვილმა მომიაროს ისე, როგორც მახომ დედას მოუარა. რასაც ვუყურე, გაოგნებული ვარ. რა ბედნიერი ვარ, გოგო რომ მყავს-მეთქი, ვამბობდი, მაგრამ მართლა არ აქვს ამას მნიშვნელობა. მალხაზი რასაც დედამისს უკეთებდა, მე მართლა არ მინახავს მსგავსი რამ. როგორ უვლიდა, აბანავებდა. მე არ მაკარებდა ბანაობის დროს…

 

მე და ლილის განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. ეს ყველას უკვირდა. მხოლოდ “განაცვლე” არ იყო ჩენს შორის. კამათიც გვქონია, სითბოც. ვიყავით გულწრფელები, ისეთები, როგორც საკუთარ დედებთან ვართ, მორიდების გარეშე.

 

საოცარი ქალი იყო. თუ პატარა შენიშვნას მომცემდა, ორ წუთში ისე ნერვიულობდა, უცებ მირიგდებოდა. გულში არ იდებდა. მე ვერ ვიტან, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს არ ელაპარაკებიან. კამათის მერე, ყავას გამიკეთებ? – მეტყოდა. აბა, რას ვიზამ-მეთქი და ასე ვიყავით.

 

ჰქონდა საფირმო აჯაფსანდალი და კატლეტი, რომელზეც ყველა გიჟდება. “ლილის აჯაფსანდალიო” სულ მესმოდა. მეც მსგავსი არსად გამისინჯავს. ყველა ბოსტნეულს ცალკ-ცალკე წვავდა. “ლილის კატლეტიც” საოცარი გემოსია. ვგიჟდები. ჰქონდა არაჩვეულებრივი ტოლმა… მოკლედ, ეს რეცეპტები ვისწავლე. “ლილის აჯაფსანდალი” გვენატრებაო რომ ამბობენ, მობრძანდით, გაგიმზადებთ-მეთქი, უკვე მე ვეუბნები. ბულიონს და “ტყუილ სუფს” ამზადებდა ისეთს, სულ ვეკითხებოდი, რანაირად გამოგდის ასეთი გემრიელი-მეთქი.

 

 

„შვილო, ჩემი ცოდვა არ მოგასვენებსო... ორმოცის მეორე დღეს, დედა საწოლში გარდაცვლილი ვიპოვეთ
2021-03-18„შვილო, ჩემი ცოდვა არ მოგასვენებსო... ორმოცის მეორე დღეს, დედა საწოლში გარდაცვლილი ვიპოვეთ" - ლაურა რეხვიაშვილი დედის გამაოგნებელი ისტორიით

 

ადრე დარდობდა, მახო რომ ვერ დალაგდა პირად ცხოვრებაში. მერე რახან იქორწინა და ისე დატოვა, როგორც უნდოდა, უკვე მშვიდად იყო.

 

ხომ არიან მშვიდი მოხუცები. ლილი იყო ქოთქოთა, ემოციური. სახლი ლილითი იყო სავსე. დილით შემოგვძახებდა, აბა, როგორ ხართ? დღეში ხუთჯერ გვირეკავდა. ერთხელ ტელეფონზე ვერ ვუპასუხეთ და გადაირია, ქვევით დაგვხდა, ეზოში… მეგონა, რაღაც მოხდაო. კარის ხმას რომ გაიგებდა, იმ წამს შეგვაგებებდა – მოხვედითო? როგორ მიხარია, რომ სახლში ხართო. და ასეთი ქალის წასვლა უცებ, ძალიან დამთრგუნველია ჩვენთვის. ეს სამი დღეა სახლში ისეთი სიცარიელეა. ვერ წარმომედგინა დედამთილის წასვლა ასე თუ იმოქმედებდა.

 

გუშინწინ დილის ხუთ საათზე ხმაურმა გამაღვიძა. მახო იცვამდა. სად მიდიხარ-მეთქი, ვკითხე. ლილისთან მინდაო. რიტუალების სახლში იყო დასვენებული და იქ უნდოდა მისვლა…

 

დედას ვეტყოდი, ოღონდ 90 წლამდე იყავი და სულ ტაშ-ფანდურით გაგასვენებ-მეთქი. ახლა, როცა ლილი 91 წლის ასაკში წავიდა, მივხვდი, რომ დედა არასდროს “გეყოფა” და ვერასდროს გაიმეტებ, რომ წავიდეს.

 

რაც დრო გავა, უფრო დაგვაკლდება. იმედია, მე და მახო ამ დიდ დანაკლისს ერთად გავუმკვლავდებით.

ავტორი: თამარ გონგაძე

X

error: Content is protected !!