fbpx
22:48 | 2020-11-15 ავტორი: სალომე ნეფარიძე

მე და 89 წლის ბებოს დიდი გამოწვევა გველის, იზოლაცია – თეა სიჭინავა

მე და 89 წლის ბებოს დიდი გამოწვევა გველის, იზოლაცია – თეა სიჭინავა

„დედამ სიურპრიზი მოგვიწყო და კორონა მოგვიტანა დღეს მე და ბებომ დედა ობოლი ბავშვებივით გავაცილეთ სამკურნალოდ, მე და ბებოს დიდი გამოწვევა გველის, იზოლაცია“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი თეა სიჭინავა წერს.

 

„საღამო მშვიდობისა!

 

როგორც კი კოვიდის არსებობა შევიტყვე, პირველივე წამიდან ვცადე ორი ადამიანი დამეცვა რადაც არ უნდა დამჯდომოდა: ბებო, რომელიც 89 წლისაა და დედა. ლამის გამოვკეტე სახლში, ტუსაღებად ვაქციე. ვფიქრობდი, თუ რამე, ალბათ მე თუ ვიქნები წყარო-მეთქი.

 

გეგმაც მქონდა, სიცხეს თუ ვიგრძნობ, სახლში აღარ ვაპირებდი მისვლას. ჰოდა, კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო. დედამ სიურპრიზი მოგვიწყო და კორონა მოგვიტანა დღეს მე და ბებომ დედა ობოლი ბავშვებივით გავაცილეთ სამკურნალოდ, ფანჯრიდან ვადევნებდით თვალს. ჯერჯერობით, მსუბუქი სიმპტომებითაა და იმედია, ბოლომდე ასე იქნება.

 

მე და ბებოს დიდი გამოწვევა გველის, იზოლაცია და რაც მთავარია, იქნებ ავცდეთ კოვიდს.

 

ჯერ კარგადა ვართ, ცოტა მოვიწყინეთ ნონაჩკას გარეშე, მაგრამ გავუძლებთ.

 

ჯანმრთელობა ყველას“, – წერს თეა სიჭინავა.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X