01:19 | 2020-08-31 ავტორი: Prime Time

მე ჩემი არჩევანი მაქვს, არ მერიდება არც მთავრობის და არც ოპოზიციის – მეუფე იაკობი

მე ჩემი არჩევანი მაქვს, არ მერიდება არც მთავრობის და არც ოპოზიციის – მეუფე იაკობი

ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა სოფელ მაღაროს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას არჩევნებზე და პოლიტიკოსების შესახებ ისაუბრა. 

უვიცებს, გაუნათლებლებს, უცოდინრებს ადვილად მართავენ - მეუფე იაკობი
2020-08-30უვიცებს, გაუნათლებლებს, უცოდინრებს ადვილად მართავენ - მეუფე იაკობი

მან აღნიშნა, რომ არჩევნების ბოლოსკენ ბევრს საუბრობენ განსაკუთრებულად და არ უჭირს ხელისუფლების ან ოპოზიციის კრიტიკა, მით უფრო, რომ საკუთარ თავსაც აკრიტიკებს მაშინ, როცა არ მოსწონს…

 

„არ მერიდება, თქვენ ეს კარგად იცით, ის ვთქვა ხელისუფლების ან ოპოზიციის მისამართით, რაც არ მომწონს. მე ჩემს თავზეც ვამბობ ხოლმე თუ რამე არ მომეწონა. ნურავის ნუ ეშინია!

 

როდის ყოფილა, სად გინახივართ, რომ მე პარტიულ იმაზე (ღონისძიებას) ვესწრებოდი. არც გინახივართ და არც მნახავთ იმიტომ, რომ მე ჩემი არჩევანი მაქვს და ღმერთი მაქვს ამორჩეული”. – ამბობს მეუფე იაკობი.

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!