
საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებას პასუხობს.
„ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში სალომე ზურაბიშვილი ფოტიგას მიერ ქართულ ენაზე გაკეთებულ განცხადებას ავრცელებს და შემდეგ კომენტარს აკეთებს:
„რომ დავაზუსტოთ, მე არ შემიწყალებია „პოლიტიკური პატიმრები“.
საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან.
მე მადლობელი ვიქნებოდი, რომ ეს ფაქტი მხედველობაში იყოს მიღებული, როდესაც საქართველოში არსებულ სიტუაციაზე კომენტარი კეთდება“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა 15 მაისს შეიწყალა.
To be precise, I did not pardon ‘political prisoners’. There are no political prisoners in Georgia. And I would be grateful for this fact to be taken into consideration when commenting on the Georgian situation. https://t.co/JgtKNOhry1
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) May 18, 2020