01:37 | 2020-10-15 ავტორი: Prime Time

მე, 13 წლის ბავშვმა უარი ვთქვი 24 წლის კაცის ცოლობაზე – შორენა ბეგაშვილი ჩაშლილ ქორწილზე საუბრობს

მე, 13 წლის ბავშვმა უარი ვთქვი 24 წლის კაცის ცოლობაზე – შორენა ბეგაშვილი ჩაშლილ ქორწილზე საუბრობს

შორენა ბეგაშვილი თავის გადაცემაში „შორენას ეფექტი”, თავის თავგადასავალს ჰყვება. როცა არასრულწლოვანი ოჯახის შექმნის მიზნით მოიტაცეს.

 

მან სახლიდან გაპარვა შეძლო და თავის ოჯახს დაუბრუნდა.

 

„13 წლის ვიყავი, როცა მეგობართან ერთად გზაზე მივდიოდი, მანქანა მოგვიახლოვდა, მომიტაცეს. ის კაცი ჩემზე 11 წლით უფროსი იყო. კახეთის ერთ-ერთ სოფელში წამიყვანეს. იმ ღამეს, დიასახლისმა როცა ჩემი ასაკი გაიგო, ჩემთან დაწვა.

 

ცოლის მოყვანა აღნიშნული იყო, სუფრა კი გაშლილი…

 

გამთენიისას სიცივემ გამაღვიძა, კარი ჩუმად გავაღე და გამოვიპარე. ღობეზე გადავძვერი, სოფელი თვალის დახამხამებაში დავტოვე.

 

სანამ ავტობუსი ჩამოივლიდა, ბენზინგასამართ სადგურზე, მაგიდის ქვეშ დამმალეს. მე, 13 წლის ბავშვმა უარი ვთქვი 24 წლის კაცის ცოლობაზე.” – ამბობს შორენა ბეგაშვილი.

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!