fbpx
11:20 | 2020-10-08 ავტორი: Prime Time

მძიმე სტატისტიკა – ნახეთ, რამდენი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევებს საქართველოში

მძიმე სტატისტიკა – ნახეთ, რამდენი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევებს საქართველოში

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს 2020 წლის პირველ და მეორე კვარტალს.

 

ციფრები საკმაოდ მძიმედ გამოიყურება. ამ ინფორმაციით ირკვევა, რომ საქართველოს მასშტაბით მიმდინარე წლის 6 თვეში 2270 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. აქ არ იგულისხმება ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, სუაბარია მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

 

საქართველოს მასშტაბით ავტოსაგზაო შემთხვევათ რაოდენობით დედაქალაქი ლიდერობს, სადაც პირველ კვარტალში 501, მეორე კვარტალში კი 600 ავარია აღირიცხა.

 

ქვეყანაში 2020 წლის პირველ ექვს თვეში ავარიებს 203 ადამიანი ემსხვერპლა, 2982 კი დაშავდა.

 

დედაქალაქის შემდეგ ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობით მეორე ადგილზეა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი, მესამეზე კი აჭარა.

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X