16:10 | 2020-07-29 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„მძიმე ემოციურ მდგომარეობაში ვთქვი, რომ ეჭვი მეპარებოდა – ბაჩალიაშვილის მამამ პოზიცია შეცვალა

„მძიმე ემოციურ მდგომარეობაში ვთქვი, რომ ეჭვი მეპარებოდა – ბაჩალიაშვილის მამამ პოზიცია შეცვალა

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი აცხადებს, რომ დნმ-ის ტესტს მძიმე ემოციური ფონის გამო ითხოვდა და ამ მხრივ, ეჭვები აღარ აქვს.

 

„ჩემი ემოციური მდგომარეობის გამო ვთქვი, რომ ეჭვი მეპარებოდა და დნმ-ის ანალიზს ვითხოვდი. მე ძალიან ვენდობი ადვოკატს, მაგრამ არ ვენდობი გამოძიებას. დავრწმუნდი, რომ ჩემი შვილის ცხედარია“, – ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

 

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა გუშინ, 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X