13:08 | 2020-03-23 ავტორი: თათია ცუკოშვილი

მძღოლს მგზავრი გვერდით არ უნდა ეჯდეს! – ახალი რეგულაციები ტაქსით მგზავრობისას

მძღოლს მგზავრი გვერდით არ უნდა ეჯდეს! – ახალი რეგულაციები ტაქსით მგზავრობისას

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტაქსის მძღოლებს, მგზავრის გადაყვანის დროს, ავტომანქანის ფანჯრები დახურულ  მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეთ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, მგზავრი მძღოლის გვერდით არ უნდა იჯდეს – მაქსიმუმ ორი მგზავრი უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, ერთმანეთთან დისტანციით.

 

„მოვუწოდებთ თბილისში მომსახურე ტაქსის მძღოლებს, მკაცრად დაიცვან ყველა ის წესი და რეკომენდაცია, რომელსაც ვირუსის პრევენციის მიზნით, საკოორდინაციო საბჭო გასცემს.

 

ასევე, კიდევ ერთხელ მივმართავთ ჩვენს მოსახლეობას – დარჩით სახლში და  საზოგადოებრივი ტრანსპორტით მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში ისარგებლეთ,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X