16:08 | 2020-10-21 ავტორი: Prime Time

მძევლების და მოქალაქეების უსაფრთხოების გამო, „პრაიმტაიმმა“ სპეცოპერაციის პირდაპირ ეთერში ჩვენება შეწყვიტა

მძევლების და მოქალაქეების უსაფრთხოების გამო, „პრაიმტაიმმა“ სპეცოპერაციის პირდაპირ ეთერში ჩვენება შეწყვიტა

შინაგან საქმეთა სამინისტრო უსაფრთხოების დაცვის მიზნით მედიას მოუწოდებს პირდაპირ ეთერში არ გადასცეს საპოლიციო ღონისძიების და სპეცდანიშნულების თანამშრომელთა მიერ წარმართული სპეცოპერაციის ამსახველი კადრები.

 

„პრაიმტაიმი“ წყვეტს ზუგდიდში სპეცოპერაციის კადრების პირდაპირ ეთერში ჩვენებას. ცნობებს კი ადგილიდან უწყევტ რეჟიმში მოგაწვდით.

 

სპეცოპერაცია ზუგდიდში

 

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის.

 

ვიდეო: ზუგდიდში, ბანკში მძევლად აყვანილმა მოქალაქემ თავდამსხმელებს თავი სახანძრო კიბის საშუალებით დააღწია

 

„ტერორისტები შეიჭრნენ“ – თვითმხილველი ზუგდიდის სპეცოპერაციიდან (ვიდეო)

ავტორი: Prime Time


X