
უკვე რამდენიმე საათია ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ცენტრალურ ფილიალში თავდამსხმელები არიან შეჭრილები და მძევლები ჰყავთ აყვანილი.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი მძევალი, სალომე შეროზიაა, რომელიც ბანკში ფულის გამოსატანად იყო მისული.
„მის გათავისუფლებას ვითხოვთ. გვითხრეს, რომ მძევლები დაჩოქილი ჰყავთ“ – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას სალომე შეოზიას დეიდა.