fbpx
20:02 | 2020-11-20 ავტორი: Prime Time

მძარცველი, რომელმაც მძევლები აიყვანა, ვიდეომიმართვას ავრცელებს

მძარცველი, რომელმაც მძევლები აიყვანა, ვიდეომიმართვას ავრცელებს

ვრცელდება „ემ ბი სის“ შენობაში შეჭრილი თავდამსხმელის, ლევან ზურაბაშვილის მორიგი ვიდეომიმართვა.

 

„პოლიციას და ჯარს მივმართავ დიდი სიყვარულით, ხალხის გვერდით დადექით. ერთად ვთქვათ ყველამ ჩვენი სიტყვა, თქვენ მართეთ მთავრობა, არა მთავრობებმა გმართონ თქვენ.

 

ჩვენ ვმართოთ, იმიტომ, რომ ჩვენი მოყვანილია. თქვენ რომ სამსახურში რამე დააშავოთ, რას იზამს უფროსი, გაგიშვებთ ხო?! ესენი არაფერს გვიკეთებენ, თუ არ გავუშვებთ, ვაიძულოთ და გავაკეთებინოთ.

 

ვნახოთ ვინ ვინ არის, გამოჩნდება. ჯარს და პოლიციას დიდი სიყვარულით ვთხოვ, გამოდით და თქვენი სიტყვა თქვით. გამოდით გარეთ, შეიკრიბეთ ყველანი ერთად, ღვთის მორწმუნე ადამიანები და უფალია ადიდეთ დღევანდელი დღისთვის. მადლობა შესწირეთ, რომ დღეს დაიწყო საქართველოს აღდგენა. საქართველოს გამარჯვება. მე ვიბრძოლებ სისხლის ბოლო წვეთამდე.

 

ვერც ივანიშვილი, ვერც სააკაშვილი და ვერავინ ესენი ზღვაში წვეთები არიან. ამერიკელი უნდა ჩამოვიდეს და მე მიწყვეტავდეს ქვეყანაში როგორ მოვიქცე, რა ჩატარდა და რა არ ჩატარდა. იმან როგორ უნდა გადამიწყვიტოს ჩემს ქვეყანაში რამე. ჩემს სახლში და ღვთის სახლში ამერიკელმა როგორ უდნა გადამიწყვიტოს“, – ამბობს მძარცველი ლევან ზურაბაშვილი.

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X