11:45 | 2020-09-14 ავტორი: Prime Time

საქმე გვაქვს საერთაშორისო პოლიტიკურ თაღლითთან! – მდინარაძე სააკაშვილზე

საქმე გვაქვს საერთაშორისო პოლიტიკურ თაღლითთან! – მდინარაძე სააკაშვილზე

ახლა ერთადერთი რაც მას აქვს დარჩენილი, უნდა აღიაროს, როგორ ჩააბარა ტერიტორიები ოკუპანტ ქვეყანას , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

 

„საქმე გვაქვს საერთაშორისო პოლიტიკურ თაღლითთან, რომელმაც გარკვეულ პერიოდში პიარის მეშვეობით მოახერხა, თითქოს რაღაც განწყობის შექმნა, მაგრამ უკვე ყველა ხვდება, ყველა დარწმუნდა და ამაში თავად სააკაშვილის ბოლოდროინდელმა აღიარებებმა შეუწყო ხელი, რომ ეს ადამიანი საერთაშორისო ავანტიურისტია და ეს ადამიანი არის სისხლის სამართლის დამნაშავე.

 

თქვენ იცით, იმ აღიარების სერიაში მას მხოლოდ ერთი აქვს დარჩენილი. მან უკვე აღიარა მძიმე დანაშაულები, მან ორი დღის წინ აღიარა, რომ აქამდე იტყუებოდა ყველაფერს, ახლა ერთადერთი რაც აქვს დარჩენილი, მან უნდა აღიაროს, როგორ ჩააბარა ტერიტორიები ოკუპანტ ქვეყანას და შემდეგ როგორ დააბრალა მან და მისმა გუნდმა საქართველოს და საკუთარ სამხედრო ძალებს ომის დაწყება. ეს არის ყველაზე მძიმე დანაშაული მისი და მისი თანაგუნდელების მხრიდან ჩადენილი და მისი აღიარება დარჩა მხოლოდ.

 

დანარჩენი ყველაფერი აღიარა. ვფიქრობ, საქართველოსა და ქართულ საზოგადოებას უნიკალური შანსი აქვს დღეს, მაშინ როდესაც „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი 12%-საც კი ჩამორჩა, თქვენ ნახეთ, ბოლო კვლევების მონაცემები, რომ ეს დამნაშავე პოლიტიკური სუბიექტი საერთოდ ჩამოაშოროს პოლიტიკურ პროცესებს და ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ასეც მოხდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +