15:24 | 2021-04-07 ავტორი: თამარ ბუჩუკური

მათთვის, ვისაც ამის შესახებ ჯერ არ გაუგია – როგორ უნდა მიიღოთ ბავშვზე 50-ლარიანი დახმარება

მათთვის, ვისაც ამის შესახებ ჯერ არ გაუგია – როგორ უნდა მიიღოთ ბავშვზე 50-ლარიანი დახმარება

ოჯახების სახელმწიფო სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში ამოქმედებულია დამატებითი მატერიალური დახმარების სერვისი – ოჯახები, რომლებსაც 16 წლამდე მოზარდი ჰყავს თითოეულ მათგანზე 50 ლარს სახელმწიფოსგან დახმარების სახით მიიღებს, თუ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შეფასების საფუძველზე 100 001-ზე ნაკლებ ქულას მიანიჭებენ.

 


ამ ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტო ავრცელებს, რომელსაც “პრაიმტაიმი” გთავაზოთ.

 

თუ მინიჭებულ ქულათა კრიტერიუმის აკმაყოფილებთ, ამ შემთხვევაში, შემდეგ 32 მუნიციპალიტეტში მცხოვრები 16 წლამდე ბავშვი ყოველთვიურად 50 ლარს მიიღებს:

 

ცაგერის მუნიციპალიტეტი, ახმეტის მუნიციპალიტეტი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი, ბაღდათის მუნიციპალიტეტი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, თიანეთის მუნიციპალიტეტი, ქ. ფოთი, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი, წალკის მუნიციპალიტეტი, გორის მუნიციპალიტეტი, ხაშურის მუნიციპალიტეტი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, ონის მუნიციპალიტეტი, თელავის მუნიციპალიტეტი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, ყვარლის მუნიციპალიტეტი, ჭიათურის მუნიციპალიტეტი, დუშეთის მუნიციპალიტეტი, აბაშის მუნიციპალიტეტი, სენაკის მუნიციპალიტეტი, ასპინძის მუნიციპალიტეტი, ახალციხის მუნიციპალიტეტი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, ქ. რუსთავი, ქედის მუნიციპალიტეტი, ხულოს მუნიციპალიტეტი. 

 

ხოლო 36 მუნიციპალიტეტში კი, 16 წლამდე ასაკის წევრისთვის განკუთვნილი 50-ლარიანი შემწეობიდან, 20 ლარი ჩაირიცხება ოჯახის საბანკო ბარათზე (თანხის განაღდების უფლებით), ხოლო დარჩენილი 30 ლარი „ბავშვის ბარათზე” (ბარათიდან თანხის განაღდების უფლების გარეშე), რომელიც პროდუქტის შესაძენად მხოლოდ სასურსათო მაღაზიებში გამოიყენება.

 

გლდანი-ნაძალადევის რაიონი, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი, ისანი-სამგორის რაიონი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ისანი-სამგორის რაიონი, ძველი თბილისი – დიდგორის რაიონი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, ლენტეხის მუნიციპალიტეტი, დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი, სამტრედიის მუნიციპალიტეტი, ტყიბულის მუნიციპალიტეტი, ქ. ქუთაისი, ხონის მუნიციპალიტეტი, მარტვილის მუნიციპალიტეტი, მესტიის მუნიციპალიტეტი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, ბოლნისის მუნიციპალიტეტი, ქარელის მუნიციპალიტეტი, ქ. ბათუმი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, ვანის მუნიციპალიტეტი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, საჩხერის მუნიციპალიტეტი, მცხეთის მუნიციპალიტეტი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ხობის მუნიციპალიტეტი, ადიგენის მუნიციპალიტეტი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, ბორჯომის მუნიციპალიტეტი, გარდაბნის მუნიციპალიტეტი, დმანისის მუნიციპალიტეტი, კასპის მუნიციპალიტეტი, ქობულეთის მუნიციპალიტეტი, შუახევის მუნიციპალიტეტი. 

 

სად შეიძლება “ბავშვთა კვების ბარათის” აღება? 

 

„ბავშვის კვების ბარათით” შესაძლებელია მხოლოდ სურსათის შეძენა და დაუშვებელია ალკოჰოლური სასმელისა და თამბაქოს ყიდვა. „ბავშვის კვების ბარათს” (ისევე როგორც ოჯახის საბანკო ბარათს) გასცემს სს – „ლიბერთი ბანკი” ოჯახის იმ სრულწლოვან პირზე, რომელიც განსაზღვრულია საარსებო შემწეობის თანხის მიმღებად.

 

რა ვადაში მიენიჭება მოზარდს “ბავშვთა კვების ბარათი?” 

 

ფულად დახმარებას ოჯახი მიიღებს, საარსებო შემწეობის დანიშვნის პროცედურის განხორციელების შემდგომ, მინიჭებული სარეიტინგო ქულის ძალაში შესვლიდან მეორე თვეს.

 

სად შეიძლება “ბავშვთა კვების ბარათის” გამოყენება?   

 

„ბავშვის კვების ბარათით” სარგებლობა შესაძლებელია სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებულ სავაჭრო ობიექტებში.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური


X

error: Content is protected !!