fbpx
11:24 | 2020-05-18 ავტორი: თეონა ყაჭიური

მათ არ სჯერათ, რომ კორონა არსებობს! – პაატა იმნაძე სოფლებს ასახელებს

მათ არ სჯერათ, რომ კორონა არსებობს! – პაატა იმნაძე სოფლებს ასახელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ხატისოფელი და მუშევანი პატარა სოფლებია, მაგრამ მაჩვენებლებით ლამის იტალიას ჰგავს. ამის შესახებ მან „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, მუშევანი არის მაგალითი ხალხის, რომელსაც არ სჯერა, რომ კორონა არსებობს.

 

„ბოლნისის მუნიციპალიტეტში რაც ხდება, ახალი არ არის. კიდევ იჩინა თავი ახალმა შემთხვევებმა – ეს არის და ეს. სოფელი მუშევანი არის მაგალითი ხალხის, რომელსაც არ სჯერა, რომ კორონა არსებობს. ჰგონიათ, რომ ეს არის ჩვეულებრივი გრიპი. ახლა ჩამოვიდნენ იქიდან ჩვენები – 150-ზე მეტი სინჯი ავიღეთ. გვინდა ყველა გამოვიკვლიოთ. ორივე პატარა სოფელია, მაგრამ დაზიანების მაჩვენებლით თუ ვიმსჯელებთ, ლამის იტალიაა.

 

„ასეულობით – არა, მაგრამ რამდენიმე ათეული იქნება. საქართველოში შემთხვევათა უმრავლესობა საკარანტინო ზონებიდან არის და ეს კარგია, რადგან ამ ხალხის აღმოჩენით თავიდან ავიცილეთ დაავადების უფრო გავრცელება“, – განაცხადა იმნაძემ.

 

ბოლო მონაცემებით: 

 

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევამ 700-ს გადააჭარბა. აქედან, გამოჯანმრთელებულია 432 ადამიანი.

 

გარდაცვლილია 12 ადამიანი

 

საკარანტინე სივრცეში იმყოფება 3890 ადამიანი

 

სტაციონარში რჩება 357

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

X