fbpx
18:18 | 2020-11-24 ავტორი: ზურა დვალაშვილი

“მასტერშეფის “სამზარეულოს” ფინალში კაცები გადიან და უეფას ჩემპიონატზე ქალები” – ნუგზარ სულაშვილი

“მასტერშეფის “სამზარეულოს” ფინალში კაცები გადიან და უეფას ჩემპიონატზე ქალები” – ნუგზარ სულაშვილი

“მასტერშეფის “სამზარეულოს” ფინალში კაცები გადიან და უეფას ჩემპიონატზე ქალები. და თქვენ ისევ ფიქრობთ რომ დან**ეული არ გვაქვს?”, – ამის შესახებ ქართველი ემიგრანტი, ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

შეგახსენებთ, კულინარიული შოუ “მასტერშეფის” ფინალი 29 ნოემბერს, 22:00 საათზე გაიმართება და ყველა ფინალისტი მამაკაცია.

 

ამასთან, საქართველოს ქალთა ლიგის 2019 წლის ჩემპიონმა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიმარჯვა.

 

შესარჩევი რაუნდის პირველ ეტაპზე ლანჩხუთელები სტუმრად ყაზახურ „ოქჟეტპესს“ დაუპირისპირდნენ და მეტოქე ანგარიშით – 2:1 დაამარცხეს.

 

ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ამ გამარჯვებით ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ ქართული ფეხბურთის ისტორიაში გახდა პირველი გუნდი, რომელმაც უეფას საკლუბო ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა.

ავტორი: ზურა დვალაშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X