09:30 | 2020-06-10 ავტორი: თათია ცუკოშვილი

მაშველებმა კლდოვანი ადგილიდან მოქალაქე უვნებლად ჩამოიყვანეს

მაშველებმა კლდოვანი ადგილიდან მოქალაქე უვნებლად ჩამოიყვანეს

მაშველებმა თეთრიწყაროში დახმარება გაუწიეს მოქალაქეს, რომელიც კლდიდან ჩამოსვლას ვერ ახერხებდა, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

 

„გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ბირთვისის ციხის გზაზე მოქალაქე ვერ ახერხებდა კლდიდან ჩამოსვლას და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება. ინიციატორის განცხადებით, პიროვნება კლდოვან ადგილას, დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლეზე, კონტაქტურ მდგომარეობაში იმყოფოდა.

 

საფრთხილოა, თვითონ ზედაპირი​ - ამირან გამყრელიძემ განმარტა, როგორ უნდა დამუშავდეს შეზლონგები
2020-06-10საფრთხილოა, თვითონ ზედაპირი​ - ამირან გამყრელიძემ განმარტა, როგორ უნდა დამუშავდეს შეზლონგები

 

შეტყობინებაზე დაუყონებლივ მოახდინა რეაგირება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. რთული რელიეფის გამო, საჭირო გახდა ოპერაციაში თბილისიდან განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამაშველო ჯგუფის ჩართვა“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

 

მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი უსაფრთხო ადგილას უვნებლად ჩამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი


X