fbpx
10:54 | 2020-05-07 ავტორი: Prime Time

მაშველები მეწყერში მოყოლილ მამაკაცს მესამე დღეა ეძებენ

მაშველები მეწყერში მოყოლილ მამაკაცს მესამე დღეა ეძებენ

თუშეთის გზაზე, მეწყერში მოყოლილი მამაკაცის ძებნა, მესამე დღეა, უშედეგოდ მიმდინარეობს.

 

ადგილზე მობილიზებულ სამაშველო ჯგუფებისათვის, სამძებრო სამუშაოებს უამინდობა და სპეციფიკური რელიეფი აფერხებს.

 

მეწყერი გზაზე, ორი დღის წინ ჩამოწვა და გზის გამწმენდი სამუშაოების მწარმოებელი კომპანია „თუშეთგზის“ ორი თანამშრომელი მოიყოლა.

 

ერთი მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას ფეხი აქვს მოტეხილი.

 

მეორე თანამშრომელს, რომელიც მეწყერმა გაიტაცა, მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

ავტორი: Prime Time
X