fbpx
19:04 | 2020-05-15 ავტორი: თამარ გონგაძე

„დღეს მხოლოდ მას შეუძლია, რომ ქვეყანა მუსიკით აცხოვროს“ – ნიკოლოზ რაჭველი იუბილარია

„დღეს მხოლოდ მას შეუძლია, რომ ქვეყანა მუსიკით აცხოვროს“ – ნიკოლოზ რაჭველი იუბილარია

ნიკოლოზ რაჭველი 41 წლის გახდა. იუბილარმა მაესტრომ უამრავი მილოცვა მიიღო. ტელეკომპანია “იმედზე” სტუმრობისას, დაბადების დღე შოუბიზნესის წარმომადგენლებმა მიულოცეს.

 

მათ შორის იყო მევიოლინე ლიზა ბათიაშვილიც, რომელმაც მაესტროს, მიუნჰენიდან, ახალგამოსული ალბომი აჩვენა. ამ სიურპრიზმა იუბილარი ძალზედ გაახარა.

 

“როგორც კი საზღვრები გაიხსნება, ჩვენს ნამუშევარს (რომელიც უფრო მეტად შენია) ჩემი ხელით ჩამოგიტან.

 

ეს ალბომი ძვირფასი რამაა. გისურვებ ბედნიერებას, გისურვებ – დარბაზს! იმედი მაქვს, რომ ერთად გავმართავთ City Light-ის კონცერტს თბილისში” – თქვა ლიზამ ეთერში.

 

ბათიაშვილის დისკი სახელწოდებით City Light, რომელიც “დოიჩე გრამაფონმა” გამოსცა, მთელი თავისი კონცეფცით, მუსიკალური მასალის მოფიქრება-გაორკესტრებით ნიკოლოზს ეკუთვნის და ის ამით ამაყობს.

 

თვლის, რომ მისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია. როდესაც ლიზა საქართველოში ჩამოვა, ეს არაჩვეულებრივი ტანდემი ამ ალბომის სასცენო ვერსიაზე იმუშავებს.

 

ნიკოლ რაჭველი: – ჩემ თავს აღმატებულად არ ვუყურებ, მაგრამ მიყვარს ეს დღე, რადგან დღევანდელ დღეს ის ემოციები იკრიბება ჩემ მიმართ, რომელიც ჩემთვის სატარებლად არც ისე იოლია. ისეთი გრძნობებით ვიმსჭვალები, რომ მერე მინდება თვითონაც ასმაგად გამოვხატო სიყვარული. ეს კი მხოლოდ სცენიდან შემიძლია.

 

Marina Abuladze-ს ფოტო.

 

ნანი ბრეგვაძე: – ნიკოლოზ, შენი ყოველი გამოჩენა იმედს იძლევა იმისა, რომ ცხოვრება გრძელდება. დიდხანს იცოცხლე. ღმერთმა ხელი მოგიმართოს ყველაფერში და რაც ჩაფიქრებული გაქვს, ყველაფერი შეგსრულებოდეს.

 

სტეფანე მღებრიშვილი: – გილოცავ, ძვირფასო მაესტრო! უალტერნატივო მუსიკოსო და მეგობარო! რა იქნებოდა ცხოვრება უშენოდ.

 

იუბილარ მეგობარს უამრავი სიურპრიზი მოუწყო სცენარისტმა და პროდიუსერმა, კონსეპტArt-ის დირექტორმა – თეონა ჯორბენაძემ. მან ახალგაზრდა მუსიკოსების – გიორგი გიგაშვილის, ტასო თოფურიას, სანდრო ნებიერიძის მეშვეობით რაჭველის ნაწარმოები “საჩუქარი მზეს” კლასიკური ფორმით ააჟღერა.

 

თეონა ჯორბენაძე: – ნიკა უნიკალური ადამიანი და მუსიკოსია. ერთდროულად რომ ადამიანს ჰქონდეს – დირიჟორობის, კომპოზიციების შექმნის ნიჭი, იყოს შესანიშნავი პიანისტი, ჰქონდეს ბევრი ტალანტი და ასე ახარებდეს თითოეულ ტალანტს, უიშვიათესია. რაც დრო გადის, მისი ტალანტები მრავლდება.

 

Gigashvili Giorgi-ს ფოტო.

 

ვუსურვებ მეტი დრო დაუთმოს საავტორო მუსიკას. მიხარია, რომ ახალი თაობის ნიჭიერ შემსრულებლებთან ერთად ჩავწერეთ მისი შესანიშნავი ნაწარმოები “საჩუქარი მზეს”, რომელიც მსმენელმა ნინო ქათამაძის შესრულებით იცის და რომელმაც კლასიკური ელფერი შესანიშნავად მოირგო.

 

მას ეს ნაწარმოები მივუძღვენით და პატარა ვიდეოც გადავიღე ამ ახალ ვარსკვლავ თაობასთან ერთად.

 

გიორგი გიგაშვილი: – ნიკოლოზი მუსიკაში იმდენად უნივერსალურია, რომ დღესდღეობით მხოლოდ მას შეუძლია, რომ ქვეყანა მუსიკით აცხოვროს, ამ მძიმე ჟამიანობის დროსაც კი. იტალიელ ხალხს როგორი მუსიკა მიუძღვნა… ერთ-ერთი ყველაზე საამაყო პიროვნებაა. და მას ყველანაირად უნდა გავუფრთხილდეთ.

 

ნინო ქათამაძე: – ნახევარი ცხოვრება ვმეგობრობ ნიკოლოზთან და ვუყურებ, როგორ იბრძვის ყოველი ხვალინდელი დღისთვის, იბრძვის იმისთვის, რომ სამყარო გახადოს უკეთესი. როგორ ქმნის საოცარ მუსიკას, რამდენ ადამიანს ეხმარება ჩუმად, რამდენ მუსიკოსს ულამაზებს შინაგან სამყაროს, აძლევს ძალას შემოქმედებაში.

 

Zaqaria Chelidze-ს ფოტო.

 

ყოველთვის იხედება მომავლისკენ, მიუხედავად იმისა, რომ არ გააჩნია ის მუსიკის სახლი, რასაც დარბაზი ჰქვია. წარმოიდგინეთ, ასი შვილი რომ გყავდეს და ატარო ერთი სახლიდან მეორეში, მესამეში და ასე უსასრულოდ… იცოდე, რომ არ გაქვს ჭერი, სადაც არ დაგაწვიმდება და შენი მუსიკა სიმშვიდეს მოიპოვებს. ის დაბადებულია ადამიანებისთვის და ცხოვრობს მათი გულებისთვის. მინდა ბედნიერი და მუდამ ასეთივე ძლიერი იყოს…

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

X