18:21 | 2020-05-22 ავტორი: თამთა თორდია

მარტვილის მიტროპოლიტი – ჯერ არ ვიცით რა მიწები იქნება და სად იქნება, მითითება არ მოუცია საპატრიარქოს

მარტვილის მიტროპოლიტი – ჯერ არ ვიცით რა მიწები იქნება და სად იქნება, მითითება არ მოუცია საპატრიარქოს

„ჯობია მიმართოთ საპატრიარქოს იურიდიულ კომიტეტს, ჩემი პოზიცია არის ისეთი, როგორც მაკურთხებენ ისე გავაკეთებ, ჯერ მითითება არ მოუცია საპატრიარქოს“- ამის შესახებ ჭყონდიდისა და მარტვილის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლ კაციამ საპატრიარქოსთვის მიწების გადაცემის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

 

„მიწის გადაცემას მივესალმები, მაგრამ ჩვენს ეპარქიაში არ არის ეს პროცესები და როგორც იქნება განხილული საპატრიარქოში, ისე ვიმოქმედებ.

 

ჯერ არ ვიცით რა მიწები იქნება და სად იქნება. შევინარჩუნოთ ხე და ტყე“,- დასძინა მან.

მეუფე გერასიმე თვლის, რომ ტყე ნადგურდება და ამიტომ საპატრიარქოს უნდა გადაეცეს
2020-05-22მეუფე გერასიმე თვლის, რომ ტყე ნადგურდება და ამიტომ საპატრიარქოს უნდა გადაეცეს

 

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 79 ხმით არც ერთის წინააღმდეგ, მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთვის ტყის მასივის საკუთრებაში გადაცემა ხდება შესაძლებელი.

 

კანონი ძალაში შევა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი მოაწერს ხელს.

ტყის კოდექსი დამტკიცებულია! - ყველა ეკლესიას 20 ჰექტარი ტყე გადაეცა
2020-05-22ტყის კოდექსი დამტკიცებულია! - ყველა ეკლესიას 20 ჰექტარი ტყე გადაეცა

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენატარი - +

X