18:22 | 2020-06-09 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“მარცხენა ხელ-ფეხი გათიშული აქვს” – ქართველ მსახიობს დახმარება სჭირდება

“მარცხენა ხელ-ფეხი გათიშული აქვს” – ქართველ მსახიობს დახმარება სჭირდება

მსახიობ გიორგი მაყაშვილს, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია, საზოგადოების დახმარება სჭირდება. ინფორმაციას ამის თაობაზე, მსახიობის ცოლი, დალი ნათელაშვილი ავრცელებს.

 

“მოგესალმებით, მეგობრებო. მე, გორის გიორგი ერისთავის სახელმწიფო თეატრის მსახიობი, დალი ნათელაშვილი მოგმართავთ თხოვნით დახმარებისთვის.

 

ჩემი მეუღლე, ამავე თეატრის მსახიობი, გიორგი მაყაშვილი ინსულტით და ტვინის ინფარქტით მძიმე მდგომარეობაშია. იწვა რეანიმაციაში, ახლა გამოვედით სახლში. მარცხენა ხელ-ფეხი გათიშული აქვს.

 

საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას და მასაჟებს. გთხოვთ დამეხმაროთ რომ ფეხზე დავაყენოთ ეს კეთილშობილი და უთბილესი პიროვნება. მადლობას გიხდით წინასწარ.

 

თქვენი დახმარებით შეძლებს გია დაუბრუნდეს თავის საყვარელ თეატრს და სცენას.

 

მიმღების ბანკი: ს.ს. “ლიბერთი ბანკი”

 

მიმღების ანგარიში: GE25LB0711104541096340

 

მიმღების დასახელება: დალი ნათელაშვილი”

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +