21:55 | 2021-10-12 ავტორი: Prime Time

„მარტომ გავიყვანე და გავთიშეო“ – ბრიტანელი ტურისტის სასტიკი მკვლელობის დეტალები

„მარტომ გავიყვანე და გავთიშეო“ – ბრიტანელი ტურისტის სასტიკი მკვლელობის დეტალები

გორში მოკლული ბრიტანეთის მოქალაქის, თომას კენედის საქმეზე დაკავებული 5 პირიდან ერთ-ერთის, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ვასილი ოქროპირიძის ძმა, იოსებ ოქროპირიძე ამბობს, რომ განზრახ მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთმა დაკავებულმა სასამართლო სხდომაზე დანაშაული აღიარა.

 

მისივე თქმით, დაკავებულმა სასამართლო სხდომაზე დანაშაულის დეტალებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ თომას კენედი მდინარეში თავად გადავარდა.

 

„ერთ-ერთმა ბრალდებულმა ილაპარაკა, რომელიც 28 წლის არის, რომ მარტო იყო და მარტო გააკეთა ეს ყველაფერი. დარბაზში თქვა, მარტომ გავიყვანე და გავთიშეო, ამის შემდეგ გაქცევა სცადა, ფეხი წამოკრა რაღაცაზე, გაითიშა და წყალში ჩავარდაო.

 

იმის შემდეგ წამოვედიო, ტელეფონებიც მე დავალომბარდე, კარტიდან თანხაც მე მოვხსენიო,” – ამბობს დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული ვასილი ოქროპირიძის ძმა

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X