fbpx
05:02 | 2020-03-25 ავტორი: თამთა თორდია

მარტოხელა მოხუცებს საკვები და პირველადი საჭიროების ნივთები დაურიგეს

მარტოხელა მოხუცებს საკვები და პირველადი საჭიროების ნივთები დაურიგეს

მარტოხელა მოხუცებს კერძო სექტორი და მერია ეხმარება. დღეს ხანდაზმულებს საკვები და პირველადი საჭიროების ნივთები დაურიგეს.

 

„დეველოპერულმა კომპანია „არქიმ“ შესაბამისი პროდუქტები მოიტანა იმისათვის, რომ დღეიდან ის ათივე რაიონში გადავანაწილოთ და დავურიგოთ იმ ადამიანებს, ვინც სახლიდან გამოსვლას ვერ ახერხებს,” – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

 

ცნობისთვის, ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის 5 ნომერში შეუძლიათ.

 

ცნობისთვის, 16 მარტს, საქართველოს მთავრობამ 70 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები გააფრთხილა.

 

უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტიელბით და მერიის სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით გადაწყდა, რომ მარტოხელა მოხუცებს საკვებს სახლებში მიუტანენ.

 

შექმნილია მოხალისეთა ჯგუფი, რომელშიც რიგითი მოქალაქეებიც გაწევრიანდნენ.

 

მოხალისეთა რიგებში გაწევრიანდნენ არასამთავრობო ორაგანიზაციების წარმომადგენლები და ცნობილი სახეები.

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები კორონავირუსისპრევენციაზე:

 

 

 

 

 

 

კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

 

ნახეთრა (არ) შეიზღუდა საქართველოში საგანგებო მდგომარეობის პერიოდში

 

საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის – სპეცრეისების ფრენების განრიგი

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X